пятница, 28 февраля 2014 г.
ქიმიის კაბინეტში
გუშინ, 27 თებერვალს ქიმიის კაბინეტს ვეწვიეთ. რუსიკო მასწავლებელი ატომებსა და მოლეკულებზე გვესაუბრა. გაგიკვირდებათ მეხუთეკლასელები არც ქიმიას სწავლობენ და არც ფიზიკას და რაშია საქმეო. ჩვენ ხომ პროექტზე ვმუშაობთ და ვაცლავ კოვალის წიგნში ,,პეტრე , მე და ატომები“ სწორედ მოლეკულებსა და ატომებზე საუბრობს ავტორი.
თურმე, რაც ჩვენს გარშემო არის, ყველაფერი ატომებისაგან
შედგება. ა- ტომი კი განუყოფელს ნიშნავს. ადრე
არ იცოდნენ ატომის გაყოფაც თუ შეიძლებოდა და ამიტომაც დაარქვეს ასე. ატომები მოლეკულას
წარმოქნიან. ჩვენს მიერ დასმული პაწაწინა წერტილიც კი უამრავი ატომისაგან შედგება.
მალე ფიზიკის კაბინეტსაც ვეწვევით და უფრო ბევრს გავიგებთ
ამ უხილავ ატომებზე.
среда, 26 февраля 2014 г.
пятница, 21 февраля 2014 г.
четверг, 20 февраля 2014 г.
პრეზენტაცია თემაზე ,,ცნობილი მხატვრები"
19 თებერვალს ხელოვნების საინტერესო გაკვეთილი ჩაგვიტარდა. გუნდებად დაყოფილმა კლასელებმა წარმოვადგინეთ პრეზენტაციები ცნობილი მხატვრების შესახებ. მასწავლებელი მანანა კახიძე აფასებდა თითოეული ჯგუფის ნამუშევარს წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით. გაკვეთილს ჩვენი დამრიგებელი მარინე ჭყონიაც ესწრებოდა. მხატვრების შესახებ მართლაც საინტერესო ინფორმაციები მოვიძიეთ. საინტერესოდ წარმოაჩინეს დავით კაკაბაძის შემოქმედება(სლაიდების სახით), ყველაზე ლამაზად გაფორმებული გაზეთი რემბრანტს მიუძღვნეს. საინტერესო იყო ინფორმაციები პიკასოს შესახებ.
მილოცვა
თანაკლასელები თორნიკე შოთაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს.
понедельник, 17 февраля 2014 г.
სტუმრად ბიბლიოთეკაში
13 თებერვალს ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკას ვესტუმრეთ. ბიბლიოთეკარი მარინა ღადუა სიხარულით შეგვხვდა და ახალი წიგნების შესახებ გვესაუბრა. ბიბლიოთეკა მართლაც საინტერესო სათავგადასავლო წიგნებით შევსებულა. სახელდახელოდ მოწყობილი თოჯინების თეატრიც ვნახეთ და ბიბლიოთეკართან ერთად პატარა სპექტაკლიც გავითამაშეთ, სურათებიც გადავიღეთ და გადავწყვიტეთ, რომ მოვიძიოთ ინფორმაციები მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკებზე.
вторник, 11 февраля 2014 г.
ჩვენ
ჩვენ ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები ვართ. წელს სხვა სკოლიდან გადმოსული ბევრი მოსწავლე შემოგვემატა კლასში, ზოგიც მეორე მეხუთეში გადავიდა და ასე შევგროვდით 24 მოსწავლე. სწავლა ძალიან გვინდა, მაგრამ ხანდახან გვეზარება და გვინდა ეს პრობლემა მოვაგვაროთ. თუმცა საინტერესო ამბებიც გვიყვარს და სიახლეებიც გვაქვს ხოლმე. ხშირად ნახეთ ჩვენი ბლოგი, შევეცდებით საინტერესო იყოს.
Подписаться на:
Сообщения (Atom)