ქართული ენა და ლიტერატურა


,,ვეფხისტყაოსანი"
1.ვინ იყო გაერთიანებული ინდოეთის მეფე?

2.რამდენი სამეფოსაგან შედგებოდა ინდოეთი?

3.ვინ იყო ინდოეთის ერთი სამეფოს მეფე?

4.რომელი ქვეყანა იყო ინდოეთის მოხარკე?

5.რა წამოიღო ტარიელმა ნესტან-დარეჯანისათვის ხატაეთიდან?

6.ვინ იყო ხატაეთის მეფე?

7.ვინ შეატყობინა ტარიელს რამაზ მეფის მზაკვრული გეგმის შესახებ?

8.რამდენი მეომრით შევიდა ტარიელი ხატაეთში?

9.როგორ დასაჯეს რამაზ მეფე?

10.ვინ დაავალა ტარიელს ხატაელთა დამორჩილება?

11.დაასახელე ,,ვეფხისტყაოსნის“ პირველი სტამბური გამოცემის თარიღი.

12.შოთა რუსთაველი ტამარ მეფის კარზე იყო:

ა) მეჭურჭლეთუხუცესი; ბ) კარის პოეტი;   გ)ბაზიერთუხუცესი.

13.რომელ პერსონაჟს ეკუთვნის სიტყვები:

,,არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე უმაგრონია,

ვინ არის თქვენი ხელმწიფე , ჩვენზედა რა პატრონია“?

14.რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა შოთა რუსთაველი?

15.ვინ იგულისხმება სიტყვებში:

,,საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა,

ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ -მინა საცნობარისა“?

16.ვის მიემართება ფრაზა:

,,ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხვი პირ გამეხებული“?

17.რატომ თვლიდა ნესტანი, რომ ტარიელმა მისთვის მიცემულ ფიცს უღალატა?

18.როგორ დაასრულებს სიცოცხლეს ნესტანის მამიდა დავარი?

19.როგორი საზომითაა დაწერილი ,,ვეფხისტყაოსანი“?

20. რამ მოალბო ასმათი მისთვის უცნობი ავთანდილის წინაშე?   
ა)სიკვდილის შიშმა  ;                       ბ)ტკივილის შიშმა;

გ)იმის შეტყობამ ,რომ ავთანდილი მიჯნური იყო ;       დ) რომ ტარიელის ნაცნობი იყო.

 



წინადადების სახეები
შინაარსის მიხედვით
·         თხრობითი

·         კითხვითი

·         ბრძანებითი

·         ძახილის


აგებულების მიხედვით
·         მარტივი

·         შერწყმული

·         რთული





წინადადების წევრები
მთავარი

·         ქვემდებარე


არამთავარი


·         გარემოება


მარტივი წინადადება
წინადადება, რომელიც ერთი ან რამდენიმე არაერთგვარი წევრისაგან შედგება,მარტივია.

დაღამდა.
ტყე ხმაურობდა.
გრილი ნიავი ჰქროდა.     
 დუდუნით მიდის პატარა მდინარე.






სხვადასხვა სტრუქტურის მარტივი წინადადებები

(გავრცობილი, გაუვრცობელი...)


მარტივი წინადადება გაუვრცობელია ან გავრცობილი.

გაუვრცობელია მარტივი წინადადება, რომელიც მხოლოდ მთავარ წევრებს შეიცავს:
 1. ცხელოდა. 2. ფიჭვი იდგა. 3. სიო არხევდა ფოთლებს. 4. ტყეს ჩრდილი მოეფინა. 5. ვერხვი მუხას გადახვევს მკლავებს.
გავრცობილია წინადადება, რომელშიც მოიპოვება ერთი ან მეტი არამთავარი წევრიც:
 ფიჭვი საწყლად იდგა; სიო ნაზად არხევდა ფოთლებს; ტყეს ბნელი ჩრდილი მოეფინა...


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. შემასმენელს ერთი სწორი ხაზი გაუსვით ქვეშ, ქვემდებარეს - ორი, დანარჩენებს - კლაკნილი.

1. ბინდდებოდა. ნელი სიო ოდნავ არხევდა ფოთლებს.
2. ქარი ქროდა.
3. ოთლებზე ცვარი კამკამებდა.
4. მდუმარედ იდგნენ თეთრი კოშკები.
5. წვიმის წვეთები დაცურავენ ფანჯრის მინებზე.

სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რამდენი წევრია თითოეულ მარტივ წინადადებაში. აღნიშნეთ, რომელი წევრი რომელ წევრთან არის დაკავშირებული და რა კითხვაზე მიუგებს.
1. ნაცრისფერ ცაზე ფერმიხდილი მთვარე ზანტად მიიზლაზნება.
2. გადახრილი მზე უხვად აფრქვევდა სხივებს ამწვანებულ სოფელს.
3. ვერცხლისფერ ნამზე მოცალე სხივები მხიარულად დასთამაშებდნენ ხავერდოვან მდელოს.
4. თვალჟუჟუნა ვარსკვლავები ციმციმებენ ლაჟვარდ ცაზე.
5. აივანზე მდგარი ლილე შესცქეროდა კიბეზე ამომავალ სტუმრებს.


მარტივი წინადადების გარჩევა.

სავარჯიშოN3
1.კურდღელი ხარბად წიწკნიდა ბალახს.
2.გაბმულხარ, ჩიტო, მახეში?
3.მამაჩემი თავის დროზე განთქმული მოჭადრაკე იყო.
4.ტყის ფერდობზე მშვენიერი ტყეა ამოსული.
5.პატარა შიმელები დიდი ხეები გახდნენ




             






                
















   მთავარი წინადადებისა და დამოკიდებულის დაკავშირება





Text Box: მიმართებითი ნაცვალსახელები:ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რამდენიც და სხვ.

Text Box: მიმართებითი ზმნიზედები:სადაც, საიდანაც,როცა, როგორც და სხვ.






Text Box: მაქვემდებარებელი კავშირები:რომ, თუ, სანამ, რადგანაც, თუმცა, და სხვ.

 




ა) არწივი სწორედ იმ ადგილას დაჯდა, სადაც სიყრმის დროს უყვარდა ყოფნა.
ბ)ირმამ ვერ გაარკვია, თუ რომელი მხრიდან მოდიოდა ხმა.
გ)დილის ათი საათი იქნებოდა, როდესაც მატარებელი ქალაქის სადგურის წინ გაჩერდა.

დამოკიდებული წინადადების ადგილი
,,ეს რომ ვუთხარი, ვასომ სიცილი დაიწყო“.
,,ვასომ, ეს რომ ვუთხარი, სიცილი დაიწყო“
,,ვასომ სიცილი დაიწყო, ეს რომ ვუთხარი“
დამოკიდებული წინადადების სახეები:
1)ქვემდებარული დამოკიდებული წინადადება.
2) დამატებითი დამოკიდებული წინადადება.(პ/დამატებითი, ი/დამატებითი, უბ/დამატებითი)
3) განსაზღვრებითი დამოკიდებული წინადადება.
4) გარემოებითი დამოკიდებული წინადადება.( ადგილის გარემოებითი, დროის გარემოებითი,ვითარების გარემოებითი,მიზეზის გარემოებითი, მიზნის გარემოებითი)
5) შედეგობითი დამოკიდებული წინადადება.
6) პირობითი დამოკიდებული წინადადება.

7) დათმობითი დამოკიდებული წინადადება.


ჩართული სიტყვები და გამოთქმები
    ჩართული ჰქვია სიტყვებს, სიტყვათშეერთებებს და წინადადებებს, რომლებიც გამოხატავენ მოუბარის დამოკიდებულებას ძირითადი წინადადების მნიშვნელობასთან, იძლევიან გამონათქვამის საერთო შეფასებას, მიუთითებენ აზრის წყაროზე და ა.შ.
     ჩართული არ წარმოადგენს წინადადების წევრს, არ დაესმის კითხვა, ვერ ამყარებს გრამატიკულ კავშირს წინადადების წევრებთან.
     ჩართული გვხვდება წინადადების თავში, ბოლოში და შუაში. გამოიყოფა მძიმით როცა წინადადების თავშია ან ბოლოში და მძიმეებით, როცა წინადადების შუაშია მოქცეული.
1)      ჩართული გვიჩვენებს, რომ მთქმელი დარწმუნებულია გამოთქმული აზრის ჭეშმარიტებაში: რასაკვირველია, რათქმა უნდა, ცხადია, მაღთლაც, თყუილია, მასხოვს, მე რომ მკითხოთ, არც მეტი არც ნაკლები, ბოლოს და ბოლოს......

2)      აზრი მიჩნეულია საეჭვოდ, სათუოდ, გამოთქმულია მთქმელის ვარაუდი: მგონი, ჩანს, ალბათ, ცოტა არ იყოს, თუ არ ვცდები, ვინ იცის, ასე თუ ისე, ერთიც ვნახოთ, ვფიქრობ...


3)      ხდება რაიმე ფაქტის ეფასება, განზოგადება: ჩვეულებრივ, როგორც წესი, როგორც ვიცით, საზოგადოდ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საერთოდ......

4)      გამოხატავს მთქმელის მიერ გამოთქმული აზრის შეფასებას: სამწუხაროდ, ბედად, რა ღაც ეშმაკად, ღვთით, ჩემდა ბედად, რა ვქნა, მტრისას.....


5)      მითითებულია აზრის წყარო: ჩემი აზრით, რომ იტყვიან, ამბობენ, როგორც ძველად ამბობდნენ, მისი წარმოდგენით, გაზეთების ცნობით...

6)      უჩვენებს მთქმელის დამოკიდებულებას სტილისადმი: უფრო სწორად რომ ვთქვათ, ასე ვთქვათ, უფრო სწორად....


7)      მიემართება თანამოსაუბრეს, იპყრობს მის ყურადღებას: ნუ გაგიკვირდებათ, თუ გნებავთ, როგორც გეტყობათ, ასე გასინჯეთ, შენ ხარ ჩემი ბატონი.....

8)      ჩართული სიტყვები და გამოთქმები გამოყენებულია აზრის ლოგიკური თანმიმდევრობით დასალაგებლად, ან გვიჩვენებს დამოკიდებულებას წინ გამოთქმულ აზრთან: ჯერ ერთი....მეორე,თანაც,  ერთი მხრივ- მეორე მხრივ, პირველი..., მეორე..., ერთი სიტყვით, ამგვარად, ამრიგად, როგორც მოგახსენეთ, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, მოკლედ, მით უმეტეს, მაგალითად, პირიქით, სხვათა შორის, სამაგიეროდ....


9)      ჩართულია საალერსო სიტყვები და გამოთქმები, ზოგიერთი ფიცის ფორმულა, რომელთაც შორისდებულის მნიშვნელობის მქონედ მიიჩნევენ: შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე, შენი კვნესამე,გეთაყვა, დედაშვილობამ, ძმობამ, შვილოსა, თმერთმანი, ჩემმა მზემ, გეფიცები და სხვ.

ჩართულის ფუნქციის შესრულება შეუძლია მრავალსიტყვიან წინადადებასაც. ამ შემთხვევაში ის შეიძლება ტირეებით გამოიყოს ან ჩაისვას ფრჩხილებში (უკვე წელიწადზე მეტია ნიკო- ასე ეძახდნენ მეზობლის ბიჭს- გერმანიაში წასულიყო და მისგან არაფერი ისმოდა)

წყარო: მართლწერის წესები და სავარჯიშოები ( დარეჯან თვალთვაძე, ნანა გაფრინდაშვილი)





http://LearningApps.org/join/r4suiqw2




                         ინფორმაციის სახეები მხატვრულ ტექსტში

ფაქტობრივი
(ფაბულა)
      კონცეპტუალური
(კონცეფცია)
ქვეტექსტური
(ქვეტექსტი)
ფაქტები, მოვლენები,მოქმედების დრო და ადგილი
(ფაბულა).
 გადმოიცემა ტექსტის პერიფრაზირებით.
ავტორის მსოფლმხედველობა, ცხოვრებაზე ავტორისეული შეხედულებების სისტემა
(კონცეპტი,იდეა,მთავარი აზრი)
დაფარული აზრი,რომელიც გადმოიცემა სიტყვების თანმიმდევრობის, ინტონაციის,ენობრივი საშუალებების დახმარებით
(ქვეტექსტი)



გამოიცანი ზმნის პირი


http://testi-savarjisho.blogspot.com/2014/05/blog-post_6015.html


ტესტი ფრაზეოლოგიზმებზე

http://testi-savarjisho.blogspot.com/2014/05/blog-post_27.html



სერიებისა  და მწკრივების ონლაინ აპლიკაცია


I სერია
აწმყოს წრე
1. აწმყო-რას ვშვრები? (ვ-წერ...)
2. უწყვეტელი - რას ვშვრებოდი? (ვ-წერ-დ-ი...)
3. აწმყოს კავშირებითი - რას ვშვრებოდე?  (ვ-აწერ-დ-ე...)
მყოფადის წრე
4. მყოფადი - რას ვიზამ?  (და-ვ-წერ...)
5. ხოლმეობითი  - რას ვიზამდი? (და-ვ-წერ-დ-ი...)
6. მყოფადის კავშირებითი  - რას ვიზამდე? (და-ვ-წერ-დ-ე...)

II სერია
1. წყვეტილი  -რა ვქენი? (და-ვ-წერ-ე...)
2. II კავშირებითი - რა ვქნა?  (და-ვ-წერ-ო...)

III სერია
1. I თურმეობითი - რა მიქნია?  (და-მ-ი-წერ-ი-ა...)
2. II თურმეობითი- რა მექნა?  (და-მ-ე-წერ-ა...)
3. III კავშირებითი  - რა მექნას? (და-მ-ე-წერ-ო-ს...)







პრეზენტაცია: ზმნა






პრეზენტაცია: ზედსართავი სახელი


ტესტი გამეორებისთვის




















 
1.      არსებითი სახელი აღნიშნავს

ა) ადამიანს

ბ) საგანს

დ) საგნის ნიშან-თვისებას

დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი



2.რომელ ჯგუფისაა არსებითი სახელი მსხალი?

ა) აბსტრაქტული

ბ) ვინ ჯგუფის

გ) ნივთიერებათა

დ) კონკრეტული




3.კონკრეტული არსებითი სახელი აღნიშნავს საგანს
ა) რომელსაც არ გააჩნია ნივთიერი სახე

ბ) რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს

გ) რომელსაც გააჩნია ნივთიერი სახე

დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი

4. რომელ წინადადებაშია სიტყვა სტუდენტობა კრებითი არსებითი სახელი?

ა) სტუდენტობა თბილისში გავატარე.

ბ)სტუდენტობა თუ გინდა , კარგად უნდა ისწავლო

გ) უნივერსიტეტის სტუდენტობა ღელავდა მოახლოებული გამოცდების გამო.

დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

5.რომელი არსებითი სახელის დათვლაა შეუძლებელი?

ა)  კონკრეტულის

ბ) ვინ ჯგუფის

გ)  სულიერთა

დ) ნივთიერებათა

6. კრებითი არსებითი სახელია

ა) ბავშვები

ბ) ადამიანები

გ) ხალხი

დ) მოხუცები

7. რას ნიშნავს ზვარი?

ა) საზღვარს

ბ) ვენახს

გ) თოვლს

დ) არცერთი პასუხი არაა სწორი

8.რას ეწოდება სინონიმები?

ა) ბგერითი შედგენილობით ერთნაირ,მაგრამ მნიშვნელობით განსხვავებულ სიტყვებს.

ბ) ბგერითი შედგენილობით გავსხვავებულ, მაგრამ მნიშვნელობით მსგავს სიტყვებს
გ) საწინააღმდეგო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი
9. რამდენი ბრუნვაა თანამედროვე ქართულ ენაში?
ა)5
ბ) 6
გ)7
დ)8
10. რომელ ბრუნვებში დაერთვის სავრცობი ა?
ა) სახელობითში, მოთხრობითში, მიცემითში, ნათესაობითში.
ბ) მოთხრობითში,მიცემითში, ნათესაობითში, წოდებითში.
გ) მიცემითში, ნათესაობითში, მოქმედებითში, ვითარებითში.
დ)ნათესაობითში, მოქმედებითში, ვითარებითში, წოდებითში.
11.თანხმოვანფუძიანი სახელი შეიძლება იყოს:
ა) კუმშვადი;
ბ) კვეცადი;
გ) კუმშვად-კვეცადი;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
12. ხმოვანფუძიანი სახელი შეიძლება იყოს:
ა) უკუმშველი
ბ) კუმშვადი
გ) კუმშვად-კვეცადი
დ)არცერთი პასუხი არ არის სწორი
13.ხმოვანფუძიანი სახელი არ შეიძლება იყოს:
ა)კუმშვადი
ბ) კვეცადი
გ) უკვეცელი
დ) კუმშვად -კვეცადი
14. კუმშვად არსებით სახელებს მხოლობითი რიცხვის რომელ ბრუნვებში ეკუმშებათ ფუძე?
ა) მოთხრობითში; ნათესაობითში; წოდებითში.
ბ)მიცემითში; მოქმედებითში; ბითარებითში.
გ) ნათესაობითში; მოქმედებითში, ვითარებითში.
დ)სახელობითში; მოთხრობითში; მიცემითში.
15. რომელ წინადადებაში არის გამოყენებული არსებითი სახელი თვალი სწორად?
ა) სოფლის ორღობეში ურმის თვალების ჭრიალი მოისმოდა;
ბ) ძვირფასი თვალებით გაწყობილი სამკაული უცნაურად ელვარებდა;
გ) არწივი თვალებს საშინლად აბრიალებდა;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
16. რომელია ფუძეუკუმშველი არსებითი სახელი?
ა) მინდორი;
ბ)მსხალი;
გ) სვავი;
დ) ატამი.
17.რომელ წინადადებაში არ არის დაშვებული შეცდომა?
ა)ტყე უზარმაზარ ქალაქათ იქცა;
ბ)ერთხელ რუსი პოეტი სერგეი ესენინი საქართველოში სტუმრათ ჩამოვიდა;
გ)მე, რუსეთის დიდ პოეტს, არ შემძლებია სადღეგრძელოს ასე ლამაზად თქმა.
დ)ქალაქში სავაჭროთ ჩასული გლეხები უკან ბრუნდებოდნენ.
18. რას ნიშნავს ქუდზე კაცის გამოსვლა?
ა) ქუდის საძებნელად წასვლას;
ბ) ყველა მამაკაცის გამოსვლას საბრძოლველად;
გ) უქუდოდ გამოსვლას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
19. რომელ ბრუნვაში დგას მიმართვა?
ა) სახელობითში;
ბ) მიცემითში;
გ) წოდებითში;
20. რომელი ხმოვნები იკუმშება?
ა) ა; ი; ო.
ბ) ა;ე; ო;
გ) ო; უ; ი.
დ) უ; ა; ე.

 



 დავიწყებული სიმღერა

        ნუნუ ქადაგიძე









ბამბაქულა ქალაქის თავზე გაწოლილიყო და მშვიდად თვლემდა. ნიავის ასავალ-დასავალიც არსად ჩანდა, ირგვლივ გამეფებულ მყუდროებას თვითმფრინავის ხმა თუ დაარღვევდა ხანდახან. უცბად ბამბაქულამ ძლივს შესამჩნევი, წყნარი რხევა იგრძნო. იფიქრა, ალბათ ნიავი დაბრუნდაო. მთელი ტანით ბურთივით შეიკუმშა, ახლა დამიქროლებს და წამიღებსო, მაგრამ არაფერსაც არ დაუქროლია “ალბათ მომეჩვენა“ - გაიფიქრა ბამბაქულამ და ისევ ჩათვლიმა. სულ მალე ისევ იგრძნო ჩუმი, ნაზი რხევა, რომელმაც ისე უცნაურად, ისე საამოდ აუთრთოლა მთელი სხეული, რომლის მსგავსიც ჯერ არაფერი განეცადა. ბამბაქულამ თვალები ფართოდ დააჭყიტა.
- ვინა ხარ?
- სიმღერა ვარ, - მოისმა პასუხად და ბამბაქულამ ახლა უფრო მკაფიოდ იგრძნო ენით აუწერლად საამო, ჰარმონიული რხევა, რაც ნიავის შეთამაშებას არაფრით არ ჰგავდა.
- ესეც ახალი ამბავი! - გაიკვირვა ბამბაქულამ. - როდის იყო სიმღერები მარტო დასეირნობდნენ?
- მე დავიწყებული სიმღერა ვარ.
- ვის დაავიწყდი?
- ერთ გოგონას. დაეზარა მუსიკაში მეცადინეობა. ხვალ კონცერტი აქვს. თვითონ არც კი იცის, თუ დავავიწყდი.
- საწყალი გოგონა, - შეებრალა ბამბაქულას. - წარმომიდგენია, რა დღეში ჩავარდება კონცერტზე.
- თუ მე არ გამიხსენა, რა თქმა უნდა, ცუდ დღეში ჩავარდება.
ბამბაქულა ისევ შეფიქრიანდა, შუბლზე კოპები ამოებურცა.
- შენ თვითონ ხომ არ დაგვიწყებია ის გოგონა? - ჰკითხა ბოლოს.
- არა, არ დამვიწყებია, თუ სადმე ვნახე, მაშინვე ვიცნობ.
- მაშინ ხვალ დილით წამომყევი და ერთად მოვძებნოთ.
სიმღერა დაეთანხმა. ბამბაქულამ ისევ ჩათვლიმა და ისევ ფერად-ფერადი, ზღაპრულად ლამაზი სიზმრები ნახა, თავის დღეში რომ არ მოლანდებია. თუმცა რა გასაკვირია, მასთან ერთად ხომ სიმღერას ეძინა.
დილით ბამბაქულა და სომღერა ერთად გაემართნენ იმ გოგონას მოსაძებნად. სად აღარ იყვნენ, არ დაუტოვებიათ არცერთი სახლი და არცერთი ქუჩა. არც ბაღები და სკვერები გამორჩენიათ, სადაც შეიძლებოდა გოგონას ეთამაშა. ხალხი გაკვირვებული იყო, როდის მომხდარა, ღრუბელს ოთახიდან ოთახში ევლოსო, მაგრამ ბამბაქულა არავის აქცევდა ყურადღებას, შეუსვენებლად დაეძებდა გოგონას.
ჰოდა, მიაგნეს კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან გვიან. გოგონა სცენაზე იდგა ხალხით სავსე საკონცერტო დარბაზში და ისეთი შეფიქრიანებული სახე ჰქონდა, ალბათ ის-ის იყო აღმოაჩინა, რომ სიმღერა დავიწყებოდა.
- დავიგვიანეთ, - სასოწარკვეთით აწუწუნდა სიმღერა, - ვერ მოვასწარით გაფრთხილება.
- მართლა დავიგვიანეთ, - დანანებით დაუდასტურა ბამბაქულამ, სულ ერთი წუთის წინ რომ მოვსულიყავით, მოვასწრებდით.
ხალხი დარბაზში ისე გაისუსა, ბუზის გაფრენასაც გაიგონებდით. სიმღერის დაწყებას ელოდნენ, მაგრამ გოგონა აგვიანებდა. უძრავად მდგარს თვალები ჭერისკენ მიეპყრო.
- ჩქარა წავიდეთ აქედან, - წასჩურჩულა სიმღერამ ბამბაქულას. ასეთი უსიამო სცენები ჩემზე ცუდად მოქმედებს.
მაგრამ ბამბაქულა არ დაეთანხმა.
- მოიცა, იქნებ რაიმე ვიღონოთ. წასჩურჩულა სიმღერას. თუმცა წარმოდგენა არა ჰქონდა, რა შეიძლებოდა ეღონა. საკონცერტო დარბაზში მაინც შეიპარა და მაღლა, ელექტროჭაღთან დაეკიდა ჭერში.
უეცრად გოგონას თვალები გაუბრწყინდა, სახიდან დაძაბული გამომეტყველება გაუქრა . . .
მან დაინახა ბამბაქულა.
დაინახა და მაშინვე სიმღერა წამოიწყო.
თურმე დავიწყებული სიმღერა პატარა, ლურჯ ღრუბელზე ყოფილიყო, მსუბუქად რომ დალივლივებს ლურჯი ცის თაღზე და გოგონას მაშინვე გაახსენდა, როგორც კი თვალი მოჰკრა მაღლა ჭერში განაბულ ბამბაქულას.
ისე ლაღად, ისეთი გრძნობით იმღერა გოგონამ, რომ დარბაზში მყოფთა აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. მეტი გრძნობისგან ბამბაქულას ცრემლებიც კი გადმოსცვივდა, მაგრამ როდი შერცხვა: შეამჩნია, რომ დარბაზში ბევრს ეკიდა ცრემლი თვალზე.
როგორც კი გოგონამ სიმღერა დაამთავრა, ბამბაქულა ჩუმად გაიპარა ფანჯრიდან. იგი გოგონას მეტს არავის შეუმჩნევია, ყველა ისე იყო სიმღერით მოჯადოებული.




წვიმის მოყვარული კაცის ამბავი
 
                                             გურამ პეტრიაშვილი
  
პატარა ქალაქში ცხოვრობდა კაცი, რომელსაც წვიმა უყვარდა ძალიან.
ის წინასწარ გრძნობდა ხოლმე წვიმის მოსვლას, გავიდოდა ქუჩაში და ხელებგაშლილი შეჰყურებდა ცას.
ამას რომ დაინახავდნენ, გამოეფინებოდნენ ქუჩაში ბავშვები და კაცთან ერთად ელოდნენ წვიმას.
გაწვიმდებოდა.
იდგა კაცი და სველდებოდა.
მის ირგვლივ ბავშვები დახტოდნენ.
_ ბავშვებს რომ უხარიათ წვიმაში ხტუნვა, გასაგებია, მაგათ რა მოეთხოვებათ, მაგრამ შენ, ამხელა კაცს რა მოგდისო? _ ეკითხებოდნენ ხანდახან.
კაცი მხოლოდ ამას ეტყოდა ხოლმე პასუხად:
_ წვიმა ციდან მოსული წყალიაო.
ძალიან უყვარდა კაცს წვიმა, რაც არ უნდა დიდი საქმე ჰქონოდა, მაინც დათმობდა წვიმაში დგომის გულისთვის.
ხან ძილში იგრძნობდა, წვიმა უნდა მოვიდესო, და შუაღამისას გამოვარდებოდა ქუჩაში...
ერთ დღეს ხელებგაშლილი რომ იდგა წვიმაში, იგრძნო, ხელისგულზე რაღაც დაეცა მსუბუქად.
დახედა: გამჭვირვალე ცისფერი მარცვალი იყო.
კაცს ასეთი მარცვალი არასოდეს ენახა და ჩაფიქრდა, ნეტავ რა უნდა იყოსო.
წვიმამ რომ გადაიღო, კაცმა ის მარცვალი ქოთანში ჩათესა და ქოთანი აივანზე გადგა.
კაცი სწორად მიხვდა, რაც უნდა ექნა.
ქოთანში ყვავილი ამოვიდა.
ყვავილი პატარა ბავშვის სიმაღლისა იყო, გრძელი, ბრტყელი ფოთლები ძირს ჰქონდა დაშვებული.
იდგა ყვავილი აივნის მოაჯირზე.
რომ გაწვიმდებოდა, გაშლიდა ჩამოკეცილ ფოთლებს და აელვარდებოდა ცისფრად.
ეცემოდნენ ყვავილს წვიმის წვეთები და ყველა წვეთი გამჭვირვალე ნაირფერ მარცვლებად იქცეოდა.
მარცვლები ქუჩაში ცვიოდა და ბავშვები კრეფდნენ...
მიჰქონდათ სახლში ის მაცვლები ბავშვებს და თესავდნენ ქოთნებში...
...და მალე ყველა სახლის აივანზე იდგა ყვავილები.
გაწვიმდებოდა, გაიშლებოდნენ ყვავილები და თითქოს უცებ განათდებოდა ქალაქი.
სულ სხვადასხვა შეფერილობის იყვნენ ყვავილები: ზოგი _ წითელი, ზოგი _ მწვანე, ზოგი _ ჭრელი, ზოგი ქობიანი იყო, ზოგი _ კოპლებიანი და კიდევ ვინ მოთვლის, როგორი. მოხატულები ათასნაირად. ლამაზად...
აფრქვევდნენ სურნელებას...
მოდიოდა წვიმა.
კრეფდნენ ბავშვები ცისფერი ყვავილის დაცვენილ, გამჭვირვალე მარცვლებს.
ემატებოდა ყვავილები პატარა ქალაქს და ქალაქი ერთ დიდ თაიგულს ემგვანებოდა.
იდგა ბედნიერი კაცი წვიმაში...
მერე ქალაქის ქალიშვილებმა, აი, რა მოიგონეს... რომ გაწვიმდებოდა, აიღებდნენ ქოთნებს და ქუჩაში გამოჰქონდათ ყვავილები.
დაატარებდნენ ყვავილებს, უღიმოდნენ ერთმანეთს.
მკერდზე იხუტებდნენ ქოთანს, მათ თავს ზემოთ კი ყვავილები იყო გაშლილი.
ეს ყვავილები იყო პირველი ქოლგები ამქვეყნად.
დადიოდნენ ქალიშვილები წვიმაში, მოხიბლულები ქოლგა-ყვავილზე წვიმის წვეთების კაკუნით.
მერე მათ ხნიერმა ქალებმაც მიჰბაძეს და პატარა გოგონებმაც, _ ვისაც კი ქოთნის აწევა შეეძლო, ყვავილებს დაატარებდა წვიმაში...
    დიდებული სანახავი იყო წვიმა პატარა ქალაქში.
განსაკუთრებით ლამაზი იყო ქალაქი ზევიდან. დაქროდნენ ჩიტები და დასცქეროდნენ ქუჩებს. სიხარულით ევსებოდათ პაწია გულები.
ამბობდნენ, ბევრმა ჩიტმა სწორედ მაშინ ამოიდგა ენა, იმ სილამაზის შემხედვარემ დაიწყო ჭიკჭიკიო.
გალამაზდა ქალაქი.
მთავარი კი ის იყო, რომ ყვავილების სურნელებით დამტკბარი მოქალაქენი უფრო კეთილნი გახდნენ.
ერთმანეთს აღარავინ აწყენინებდა.
ის კი არადა, გოგონები ერთმანეთს აღარ ებუტებოდნენ იმის გამო, არა ჩემი დედოფალა უფრო ლამაზია, არა ჩემიო; ბიჭებს ხომ ფეხბურთის თამაშისას ერთხელაც აღარ მოსვლიათ ჩხუბი _ გავიდა ბურთი, თუ არ გავიდაო.
ყველა მადლიერი იყო იმ კაცის.
... ერთხელ წვიმაში რომ იდგა და ცას შესცქეროდა, კაცს სიმღერა მოესმა. მოაცილა მზერა ცას და დაინახა, მის ირგვლივ ლამაზ ქალიშვილებს ფერხული გაემართათ. ცეკვავდნენ და მღეროდნენ, მათთან ერთად ისე დაქროდნენ ყვავილ-ქოლგები, თითქოს დაფრენენო.
კაცს მოეწონა მათი ცეკვა-სიმღერა, მაგრამ, ცოტა არ იყოს, შერცხვა, ჩემს ირგვლივ რატომ გამართეს ფერხულიო.
განაგრძო ცაში ყურება...
მას შემდეგ ქალიშვილები ყოველთვის უვლიდნენ ამ კაცის ირგვლივ ფერხულს წვიმაში.
და ერთხელ, მარტო რომ დარჩა, კაცმა იფიქრა, მართლაც კარგი საქმეა, ყვავილ-ქოლგები რომ ვაჩუქე ქალაქსო და სიამაყე იგრძნო.
ერთხელ რომ იფიქრა მერე ხშირად მოსდიოდა ეს ფიქრი თავში.
ახლა წვიმაში ცას ხშირად მოაცილებდა ხოლმე თვალს და იღიმებოდა ქალიშვილების ფერხულით დამტკბარი.
ერთი დავთარი გაიჩინა და ყოველი წვიმის შემდეგ იწერდა: დღეს ამდენმა და ამდენმა ქალიშვილმა იხტუნა ჩემს ირგვლივო.
წვიმა ისე აღარ უყვარდა. ახლა უფრო თავის დავთარზე ფიქრობდა.
მერე ერთხელ განთიადისას გაეღვიძა. იგრძნო, წვიმა უნდა მოსულიყო. წამოჯდა და გაიხედა ფანჯარაში. ერთხანს იყო ასე. მერე ისევ დაწვა, თვალები დახუჭა, გაიფიქრა, აბა ახლა, ამ დილაუთენია ვინ გამოვა საცეკვაოდ, ალბათ ყველას სძინავსო. დაამთქნარა და ჩაიძინა...
ერთხანს ეძინა...
და უცებ გაეღვიძა შეშფოთებულს.
გაიხედა აივნისკენ და დაინახა: წვიმდა, ცისფერ ყვავილს ფრთებივით გაეშალა ფოთლები და ნელ-ნელა მიიწევდა მაღლა...
_ ვაიმე, ეს რა ვქენიო! _ იყვირა კაცმა და წამოვარდა ზეზე...
... უცებ გაიღო ქალაქის ყველა ფანჯარა.
გამოიხედეს ნამძინარევმა მოქალაქეებმა და დაინახეს: წვიმაში მიფრინავდა ცისფერი ყვავილი.
ძირს კი კაცი მირბოდა საცვლების ამარა. საცოდავად მისძახოდა ყვავილს და ტიროდა...
გადაიარა ქოლგამ ქალაქის თავზე. გაჰყვა თან კაცი, მიეფარა თვალს.
გაიხედეს მოქალაქეებმა თავიანთი ყვავილებისაკენ... და ნახეს, გამქრალიყო ყვავილები...


* * *

ახლაც ხშირად წვიმს პატარა ქალაქში.
დახტიან პატარა გოგო-ბიჭები, დასდით თავზე ციდან მოსული წყალი...
ქოლგებს ახლა თვითონ აკეთებენ ადამიანები, მაგრამ ეს ქოლგები იმ ყვავილ-ქოლგებს ვერ შეედრებიან სილამაზით და რადგან არც იმ ყვავილების სურნელი გააჩნიათ, ამიტომ ვერც იმას შველიან, რომ მოქალაქეებმა ერთმანეთს არ აწყენინონ.
ვერ ივიწყებს იმ ყვავილებს პატარა ქალაქი.
ხანდახან ქალიშვილები ჩაფიქრდებიან წვიმაში და ეჩვენებათ, ქოლგა კი არა, ყვავილი გვიჭირავს ხელშიო. ამიტომაც, ისე ფაქიზად დაატარებენ ქოლგებს, კაცი იფიქრებს, უცებ ქოლგები რომ შეახონ ერთმანეთს, გაქრებიან თავიანთ ქოლგებიანადო.
კაცებს ახსოვთ იმ კაცის დიდი შეცდომა და, როგორც კი წვიმა წამოვა, უმეტესობას გული გარეთ მიუწევს. მოიგონებენ, ვითომ რაიმე საჩქარო და გადაუდებელი საქმე ჰქონდეთ სადღაც და გამოდიან ქუჩაში.
დადიან სერიოზული სახით, თან ერთმანეთს თვალს არიდებენ: ვითომ ვერ ხვდებიან ერთმანეთის გულისნადებს.
მაგრამ აღარ ვარდება ციდან ცისფერი გამჭვირვალე მარცვალი...
დადიან კაცები წვიმაში...
სველდებიან თავიდან ფეხებამდე...
ღამით კი შფოთავენ ძილში.
ზოგიერთებს ეღვიძებათ, შუაღამისას სტოვებენ სახლებს და მიდიან ცისფერი ქოლგის საძებრად.
ეძებენ მთელ ქვეყანაზე, ეძებენ და ვერ უპოვიათ.







http://learningapps.org/1068944






ა რ ს ე ბ ი თ ი    ს ა ხ ე ლ ი
   არსებითი სახელი არის სიტყვა, რომელიც მიემართება საგანს (ნივთს ამ მოვლენას). არსებითი სახელის არსებითი ნიშანი არის საგნობრიობა, ანუ იგი არის საგნის სახელი.
   ლექსიკური მნიშვნელობის მიხედვით, რასაც გრამატიკული თავისებურებებიც ახლავს, ქართულ ენაში გამოყოფენ არსებით სახელთა ათ ჯგუფს:
  • სულიერთა  და უსულოთა  
  • ადამიანთა  და არაადამიანთა (ვინ ჯგუფისა და რა ჯგუფის)
  • კონკრეტულ და აბსტრაქტულ სახელთა
  • საზოგადო და საკუთარ სახელთა
  • კრებითი სახელების 
  • ნივთიერების სახელთა
  •  მოქმედების სახელების
  •  კნინობით-ალერსობითი სახელები
  •  უცხოაფიქსიანი არსებითი სახელები
  •  სინონიმური, ომონიმური, ანტონიმური არსებითი სახელები

1.სულიერი ეწოდება საკუთარი ძალით მოძრავ ცოცხალ არსებებს, როგორიცაა:
ადამიანები (კაცი, ქალი, ბავშვი, მეპურე, მასწავლებელი...)
ცხოველები (ლომი, ირემი, ცხენი, ხარი...)
ფრინველები (ჩიტი, ქორი, იხვი...)
თევზები (კალმახი, ორაგული, ლოქო...)
მწერები (კოღო, ბუზი...)
ქვეწარმავლები (ხვლიკი, გველი...)
უსულო ეწოდება ისეთ საგნებს, რომლებიც საკუთარი ძალით მოძრაობის უნარს არიან მოკლებულები: ყვავილი, ბალახი, მაგიდა, ფინჯანი, კალამი და სხვ.

2. ადამიანთა და არა ადამიანთა სახელები.
 ქართულ ენაში ის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ადამიანს (ქალი, კაცი, ბავშვი, მეცნიერი, ექიმი, მეპურე, მეწაღე...) სხვა სახელებისგან იმით განსხვავდება, რომ დაესმის კითხვა ვინ,  ყველა დანარჩენს კი რა.
3.საკუთარი და საზოგადო სახელები. საკუთარია სახელი, რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს, ქვეყანას ან კუთხეს, სოფელს ან ქალაქს, მთას, ადგილს, მდინარეს, ტბას და სხვ. საკუთარ სახელად ითვლება ადამიანთა სახელები, გვარები, ფსევდონიმები.
საზოგადოა  ერთნაირ საგანთა საერთო სახელი. იგი აღნიშნავს არა ერთ გარკვეულ საგანს, არამედ მრავალ ერთგვარ საგანს, როგორიცაა: ხე, ქვა, ბალახი, ყვავილი, სოფელი, ქალაქი, კოკა, დოქი, ცხენი, ლომი...
მაგ., მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელთაც თავ-თავისი სახელი ჰქვია: ერთი ქალაქის სახელია თბილისი, მეორისა _ ქუთაისი, მესამისა _ ბათუმი და ა. შ. ქალაქი ყველა ქალაქის საერთო სახელია, თბილისი კი ერთი ქალაქის სახელი.
საკუთარი სახელებია: ადამიანთა სახელები (ნინო, გიორგი), გვარები (მაჩაბელი, ჭონქაძე), ფსევდონიმები (ვაჟა-ფშაველა, არაგვისპირელი), ცხოველთათვის შერქმეული სახელები (გიშერა, წიქარა, აფთარა), გეოგრაფიული სახელები (საქართველო, მტკვარი, უშბა), ციურ მნათობთა სახელები (მზე, მთვარე, ვენერა), წიგნების, ჟურნალ-გაზეთების, მხატვრული ნაწარმოებების, დაწესებულება-ორგანიზაციების, ისტორიული მოვლენების, გემების სახელწოდებები...

4.კონკრეტული და აბსტრაქტული სახელები.
 არსებითი სახელი კონკრეტულია ან აბსტრაქტული (განყენებული). კონკრეტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ნივთიერი სახის მქონე საგანს: დაფა, მერხი, წიგნი, მერცხალი, ოქრო, წყალი, ჰაერი, ჟანგბადი... აბსტრაქტულია სახელი, თუ ის აღნიშნავს ისეთ რამეს, რომელსაც ნივთიერი სახე არ გააჩნია. მაგ.: სიბრძნე, სიმშვიდე, გულწრფელობა, ბედნიერება, ჭეშმარიტება...
ვინ ჯგუფის სახელები ყველა კონკრეტულია, რა ჯგუფისა კი კონკრეტულიც შეიძლება იყოს და აბსტრაქტულიც.
ზოგიერთი სახელი ერთ წინადადებაში შეიძლება კონკრეტული იყოს, მეორეში _ აბსტრაქტული. მაგ., მეზობლობა კონკრეტულია, როცა ვამბობთ: “მთელი მეზობლობა ივანესთან იყო სტუმრად”, მაგრამ აბსტრაქტულია ამ წინადადებაში: “ივანესა და გიორგის კარგი მეზობლობა ჰქონდათ”.
კრებითი სახელები 
5. კრებითია კონკრეტული საზოგადო სახელი, რომელიც აღნიშნავს ერთგვარ საგანთა კრებულს, როგორიცაა: ხალხი, ერი, ჯარი, მოწაფეობა, სტუდენტობა, ჯოგი, გუნდი, ფარა, ხროვა...
შენიშვნა: კრებითის მნიშვნელობა აქვს ნარ სუფიქსით წარმოქმნილ სახელს. მაგ.: ნაძვ-ნარ-ი, დაფ-ნარ-ი, ფიჭვ-ნარ-ი, წაბლ-ნარ-ი, ბუჩქ-ნარ-ი, ყვავილ-ნარ-ი, თიხ-ნარ-ი... ნარ სუფიქსით წარმოქმნილი სახელი აღნიშნავს ადგილს, სადაც უხვად არის ესა თუ ის საგანი.

6. ნივთიერებათა სახელები


ნივთიერებათა სახელები აღნიშნავენ ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად წარმოდგენა შეუძლებელია. მაგ., ოქრო, ვერცხლი, რკინა, სპილენძი, თუჯი, შაქარი, რძე, თაფლი, ნივთი, ლობიო, მუხუდო, ფეტვი, ბურღული, ფქვილი, მატყლი, ბამბა, ქარვა, კირი, ქვანახშირი... ნივთიერებათა სახელებით აღნიშნული საგნები შეიძლება აიწონოს, საწყაოთი გაიზომოს, დათვლა კი შეუძლებელია, ამიტომ ნივთიერებათა სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს წონისა თუ საწყაოს აღმნიშვნელი სახელები, როგორიცაა: მისხალი, გრამი, კილოგრამი, ფუთი, ტონა, ჭიქა, ვედრო, ბოთლი... აგრეთვე სიტყვები: ბევრი, ცოტა. მაგ., ითქმის: მისხალი ოქრო, კილოგრამი შაქარი, ფუთი ფქვილი, ტონა ქვანახშირი, ჭიქა წყალი, ბოთლი რძე, ბევრი მატყლი... ნივთიერებათა სახელები ყველა კონკრეტულია და საზოგადო.

7. მოქმედების სახელები
ბევრი სიტყვა მოქმედებას აღნიშნავს, რა კითხვაზე მიუგებს და წინადადებაში ისეა გამოყენებული, როგორც არსებითი სახელი.
მაგ. ხატვა, სირბილი, ქარგვა და ა.შ.
ასეთ სახელებს მოქმედების სახელები ჰქვია.

 
8. კნინობით-ალერსობითი სახელები
 კნინობითია წარმოქმნილი სახელი, რომელიც ძირეული სიტყვით აღნიშნულ საგანს შემცირებულად წარმოგვიდგენს. კნინობითის მაწარმიებელი სუფიქსებია ა, აკ, ია, იკო, ილო.
ა: კაც-ა
აკ:წიგნ-აკ-ი
ია:და-ია
იკო: დედ-იკო
ილო:დედ-ილო
იკო და ილო გვხვდება ადამიანთა სახელებში და ალერსით თქმას გამოხატავენ.
კნინობით სახელს ზოგჯერ ორი თუ სამი სუფიქსი აწარმოებს: კაც-უნ-ა
ქართულისათვის უცხოა ასეთი წარმოება: ანიჩკა, ვერიჩკა, ელიჩკა და მისთ.
      9. უცხოაფიქსიანი არსებითი სახელები
   
მაწარმოებლებია - იზმ, - ისტ.
    -იზმ აღნიშნავს მოძღვრებას, -ისტ - მიმდევარს.
   მაგ: ტურიზმი-ტურისტი...


10.სინონიმური, ომონიმური, ანტონიმური არსებითი სახელები
     
სინონიმები ეწოდება ბგერითი შედგენილობით განსხვავებულ, შინაარსით ერთნაირ სიტყვებს; მაგ: კომში-ბია, დროშა-ალამი, ვირი-სახედარი-კარაული...
     ომონიმები ეწოდება ბგერითი შედგენილობით ერთნაირ, შინაარსით გასხვავებულ სიტყვებს; მაგ: ბარი(ღამის ბარი)-ბარი(სამუშაო იარაღი)-ბარი(მთა და ბარი)...
     ანტონიმები ეწოდება საპირისპირო მნიშვნელობის მქონე სიტყვებს; მაგ:ცა და მიწა, დღე და ღამე, სიკეთე და ბოროტება...            
                


                                    მეტყველების ნაწილები
                                                       (გამეორება)
ენაში არსებული სიტყვათა მარაგი _ ლექსიკურ ერთეულთა რაოდენობა _ განუსაზღვრელია. სიტყვები ერთმანეთისაგან განსხვავდება გრამატიკული (მორფოლოგიური და სინტაქსური), ლექსიკოლოგიური, სემანტიკური თვალსაზრისით. სწორედ ამ ნიშანთა საფუძველზე ხდება სიტყვათა დაჯგუფება კლასებად, რომელთაც მეტყველების ნაწილებს ეძახიან. ქართულში ტრადიციულად გამოყოფენ 10 მეტყველების ნაწილს:
1. არსებითი სახელი: კაცი, სახლი, ოცნება, დავითი, რიონი...
2. ზედსართავი სახელი: დიდი, პატარა, ქუდიანი, უქუდო...
3. რიცხვითი სახელი: ერთი, ათი, მილიონი, მეცხრე, მესამედი...
4. ნაცვალსახელი: მე, შენ, იგი, ვინ, რამე, ყველა, თითოეული...
5. ზმნა: წერს, ხატავს, დგას, დაფრინავს...
6. ზმნიზედა: გუშინ, ხვალ, აქ, ასე...
7. თანდებული: მიერ, გამო, შესახებ...
8. კავშირი: და, თუ, მაგრამ, ხოლო...
9. ნაწილაკი: არა, ვერა, ჰო, დიახ...
10. შორისდებული: ეჰ! ვაი! ყოჩაღ!..
მეტყველების ნაწილები
ფორმაცვალებადი
ფორმაუცვლელი
სრულმნიშვნელობიანი
არასრულმნიშვნელობიანი
არსებითი სახელი
+

+

ზედსართავი სახელი
+

+

რიცხვითი სახელი
+

+

ნაცვალსახელი
+

+

ზმნა
+

+

ზმნიზედა

+
+

თანდებული

+

+
კავშირი

+

+
ნაწილაკი

+

+
შორისდებული

+

+




დაიმახსოვრე!

ნ ა ც ვ ა ლ ს ა ხ ე ლ ი
ნაცვალსახელი ჰქვია მეტყველების ნაწილს, რომელიც იხმარება არსებითის, ზედსართავისა და რიცხვითი სახელების ნაცვლად გარკვეულ შემთხვევაში.
ნაცვალსახელი
იმავე კითხვებზე მიუგებს, რაზედაც არსებითი, ზედსართავი და რიცხვითი სახელები: ვინ? როგორი? რამდენი?
ნაცვალსახელთა ჯგუფები
ნაცვალსახელი ენაში ცოტაა, მაგრამ მნიშვნელობით მრავალფეროვანია, გამოიყოფა ნაცვალსახელთა რამდენიმე ჯგუფი:
  1. პირისა: მე შენ, ის (იგი); ჩვენ, თქვენ, ისინი (იგინი), თავი. [თავი არსებითი სახელია (მაგ., თავი დაიბანა), მაგრამ ხშირად ის პირის ნაცვალსახელად არის გამოყენებული (მაგ.: თავი ისახელა, თავი შეირცხვინა, თავი შეაკლა...)].
  2. ჩვენებითი: ეს, ეგ, ის (იგი); ასეთი, ამნაირი, ამისთანა, ამდენი...
  3. კუთვნილებითი: ჩემი, შენი, მისი, ჩვენი, თქვენი, მათი, თავისი...
  4. კითხვითი: ვინ? რა? რომელი? როგორი? რანაირი? რამდენი? სადაური?..
  5. კითხვით-კუთვნილებითი: ვისი? რისა?
  6. მიმართებითი: ვინც, რაც, რომელიც, როგორიც, რანაირიც, რამდენიც...
  7. უარყოფითი: არავინ, ვერავინ, ნურავინ, თითოეული, ყველა...
  8. განსაზღვრებითი: თვით, თვითონ, თითოეული, ყველა...
  9. განუსაზღვრელობითი: ვიღაც, რაღაც, რომელიღაც; ვინმე, რამე, რომელიმე, რამდენიმე...



       დავალება N1
წერტილების ნაცვლად საჭიროების მიხედვით ჩაამატეთ ნაცვალსახელები თავისი(თვისი) და მისი (იმისი).
  
1.      ყვავსაც... ბახალა მოსწონსო;
                                                    2.      ვისაც სხვისი ბედნიერება შურს, ვერც ...მოესწრებაო;
                           3.      ასი ურტყი დავითასა, მაინც იტყვის ...;
                          4.      ბრმა ხარს სხვისი მოხნული ...ჰგონიაო;
                                      5.      ყველაზე ძნელი კაცისთვის ...თავის ცნობააო;
                        6.      არა შეჯდა კაცი ხესა, არა იყო გვარი ...;
                                                      7.      ...თვალში ძელს ვერ ამჩნევს, სხვისაში ბეწვსა ხედავსო;
                           8.      ... ნათქვამი ყოველთვის გვემახსოვრება;
                                                 9.       ჩემსა და ... მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს;
                        10.  ... კარებზე ძაღლსაც დიდი გული აქვსო;
                                         11.  ... დროზედ დალეული შხამიც კი ტკბილი არისო.






www.pmc.edu.ge ( შეასრულეთ ონლაინ ტესტები ქართულ ენაში)


arsebiTi saxelebis marTlwera
(gameoreba)

             1. CasviT swori formiT.

             a) diliT alaznis (nami) ---------- dagvasvela.
             b) wyalwaRebuli (xavsi) ---------- eWidebodao.
             g) (berZeni)----------------- giyvardeT Tqveni samSoblo.
             d) TeTrwvera moxucebis saxe---- bi eklesiis freskebs hgvandnen.
             e) quCaSi (akacia) ---------- xeebs Pfutkari dahxveoda.

             2.gaxseniT frCxilebi da dawereT swori formiT.

             a) me (xoxobi) ----------------- yivils yurs vugdeb.
             b) urdulma (kedeli) --------------- karada gaxsna.
             g) am simReraSi (buneba) ------------- qeba ixateboda, (tye) -------
                da   (dedamiwa) --------------      madli.
             d) aqauroba (qva) ----------- da lodiTaa savse.
             e) (qarxana) -------------xmaurma yvela Seawuxa.

             3. daaboloeT arsebiTi saxelebi.

             a) oboli ymawvili Svila---- aiyvana.
             b) im dRidan sandro sruliad sxva bavSva----- gadaiqca.
             g) nodar------ wigni iyida.
             d) iur----- moskovSi wasvla gadawyvita.
             e) giv----- Tavisi patara Zma TeatrSi waiyvana.
             v) Ta---o  Cemo, bedi ar giweria.
   






ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი"

 მოცემული ფრაგმენტების მიხედვით იმსჯელეთ ვის   და რატომ ადანაშაულებს შვლის ნუკრი?(მინიმუმ 50 სიტყვა)
1,,.რამდენი მტერი გვყავს! ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!
2.  ,,რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ.
3. ,,შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს...



მოცემული ფრაგმენტების მიხედვით იმსჯელე, თუ როგორ აღიქვამს შვლის ნუკრი ბუნებას

( მინიმუმ 50 სიტყვა)
1.,,ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება: ფოთლის შრიალი, წყლის ჩქრიალი, რომელსაც სულგანაბული ეგრე ხშირად ყურს ვუგდებ ხოლმე, ბალახის ბიბინი და ტყის ცხოველებთან ერთად ნავარდობა...

2.,,ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!

3.,,სამჯერ უჩვეულებრიო ხმაურობა შემოგვესმა: ის არა ჰგვანდა არც წყლის ჩხრიალს, რომელიც მუდამ მესმის, არც შაშვის ფაჩუნს, არც კოდალას რაკუნს, არც კიდევ ხმელის ხის წვერიდამ ჩამოვარდნილ ტოტის რახუნს და არც ნიავისაგამ გაშრიალებულ ფოთლების ხმას...



 მოცემული ფრაგმენტების მიხედვით იმსჯელეთ შვლის ნუკრის ემოციებზე.

( მინიმუმ 50 სიტყვა)
.
1.      ,,სულ შამბში ვწვები, ვიმალები, მუმლისა და კოღოებისაგან მოსვენება აღარა მაქვს. დედასთან კარგად ვცხოვრობდი, თავისუფლად ვსუნთქავდი... “

2.,, უპატრონო რომ ვარ, სულ მეშინიან, ვკანკალებ, მუდამ დღე სიკვდილს ველი, გზაარეული დავეხეტები... ღმერ-თო, რამდენი მტერი გვყავს! “

2.      ,,ვერ გავცილებივარ ტყეს. თუ გავედი ველად, უნდა ტყის პირს არ მოვცილდე, - მაშინაც ნახევარი სიცოცხლე მაკლდება! სულ აქეთ-იქით უნდა ვიყურო, ვეფარო ხეებს, კლდეებს, ბალახებსა და კანკალით ვჭამო საჭმელი, შიშისაგან ზეზეურად უნდა დავდნე!”



მოცემული ფრაგმენტების მიხედვით იმსჯელე შვლის ნუკრის თვალებით დანახულ ადამიანზე. ( მინიმუმ 50 სიტყვა)


1.      ,,ოჰ, ადამიანო!.. რატომ არ გებრალები მე, პატარა? რატომ არ მაძლევ თავისუფლებას, რომ გულდასვენებულმა თავისუფლად ვიარო, ვთელო ლამაზი მწვანე ბალახი, გადავდგე სერზედ და დავსტკბე საღამოს ნიავის სიოთი?!.

2.      ,,რას გიშავებ, ადამიანო, მითხარი, რას? რა დაგიშავა საბრალო დედაჩემმა, რა შეგისვა, რა შეგიჭამა, რომ მოჰკალი და უპატრონოდ დამაგდე, დამაობლე?! ოჰ, ადამიანებო! თქვენ ხერხსა და ღონეზე ხართ დაიმედებულნი და ჩვენი ჯავრი არა გაქვსთ... არა ჰგრძნობთ, რომ ჩვენც გვიყვარს თავისუფლება, არა ჰგრძნობთ თქვენის შეუბრალებელის გულით, რომ ჩვენც გვიყვარს სიცოცხლე, ბუნება.

3.      ,,შენ-კი, ოჰ, ადამიანო!.. თვალებდასისხლიანებული, გაფაციცებული დამეძებ მე და ჩემს ფერს სუსტსა და უპატრონოს ათასს სხვას... იარაღი გაქვს, მოგვეპარები, მუხთლად გკვრავ ტყვიას და გამოგვასალმებ წუთისოფელს... “




          



























                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий