воскресенье, 30 марта 2014 г.

ჩემს მოსწავლეებს

ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, აპრილი გვიახლოვდება, ბუნებამ გაიღვიძა და ახალი ენერგიით აღსავსენი შევუდგეთ მეცნიერების მწვერვალების დაპყრობას. ძალიან მიყვარხართ და ვიმედოვნებ, რომ გაზაფხული უამრავი სიახლისკენ გვიბიძგებს. გთავაზობთ ტიციან ტაბიძის უმშვენიერეს ლექსს ,,მე დავიბადე აპრილის თვეში"

მე დავიბადე აპრილის თვეში

მე დავიბადე აპრილის თვეში
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.

აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.

  იტყვიან ასე: იყო საწყალი,
  ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
   ლექსები იყო მისი საგზალი,
     არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.

                                                                 და აწვალებდა მას სიკვდილამდე
                                                                     ქართული ცა და ქართული მიწა,
                                                                  ბედნიერებას მას უმალავდნენ,
                                                                    ბედნიერება მან ლექსებს მისცა.



მარინა მასწავლებელი

пятница, 28 марта 2014 г.

ტესტირება



28 მარტს ინფორმატიკის კაბინეტში ინგლისურ ენაში ტესტირება ჩაგვიტარდა. ონლაინ ტესტირება საინტერესოა, რადგან შედეგს ტესტირების დასრულებისთანავე გაიგებ და საკუთარ პრობლემებშიც გაერკვევი. ნინო მასწავლებელი ხშირად გვიტარებს ტესტირებას და ცდილობს, რომ კლასს საუკე\თესო შედეგები ჰქონდეს.
                                                                                                     ლუკა ტაკიძე

четверг, 20 марта 2014 г.

ერთი წიგნის ირგვლივ



20 მარტს დავასრულეთ მუშაობა პროექტზე ,,ერთი წიგნის ირგვლივ“. პროექტის ფარგლებში წავიკითხეთ ჩეხი მწერლის ვაცლავ კოვალის წიგნი ,,პეტრე, მე და ატომები“.
ნაწარმოების ირგვლივ მოძიებეული მასალების საფუძველზე ჩამოგვიყალიბდა აზრი, რომ ლიტერატურურლი ნაწარმოები შეიცავს მრავალ საინტერესო ინფორმაციას.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: ტექსტის შინაარსი( ანა ქათამაძე, მილენა დავითაძე), ტექსტის ილუსტრაციები(ლაშა ლაბაძე), ტექსტში ასახული გეოგრაფიული გარემო( ლუკა ბარამიძე), მოლეკულები(ბექა მამულაძე, თეკლა ბაციკაძე).
პრეზენტაციაზე გვესწრებოდნენ მასწავლებლები: თამარ ჩაგანავა,ლილი მელანაშვილი, მანანა კახიძე და  მე-9 კლასის მოსწავლეები.

                                                                                 მილენა დავითაძე



вторник, 18 марта 2014 г.

                                     
17 მარტს ლუკა ბერიძის დაბადების დღეა.





ჩვენო საყვარელო ლუკა!
გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ წარმატებებს და უამრავ სიხარულს. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ.

пятница, 14 марта 2014 г.

მშობლები სკოლაში


  ჩვენს სკოლას ხშირად სტუმრობენ მშობლები.
  14 მარტს ინფორმატიკის კაბინეტში სკოლის ვებ-გვერდისა და კლასის ბლოგის მასალებს გაეცვნენ და მოსწავლეთა მიღწევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს.

четверг, 13 марта 2014 г.

გაკვეთილი


10 მარტს ჯგუფური მეცადინეობა ჩაგვიტარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. სახელმძღვანელოს მომდევნო თავი ბუნებასა და ადამიანებს ეხება, ამიტომაც მოვიძიეთ ლექსები, ინფორმაციები და საინტერესო გაკვეთილი ჩავატარეთ. საკითხები წინასწარ გავანაწილეთ და ამიტომაც ყველა ხალისით ჩაერთო გაკვეთილის მსვლელობაში. ხვალიდან ვაჟა-ფშაველას ნაწამოებების შესწავლას ვიწყებთ.
                                                                       
                                                                                                             თეკლა ბაციკაძე

пятница, 7 марта 2014 г.

ქართული ზღაპრების სამყაროში

6 მარტს კლასის საათი ქართულ ზღაპრებს დავუთმეთ. ვისაუბრეთ ზღაპრების თავისებურებებზე და ცნობილი ქართული ზღაპრის პერსონაჟებიც გავიხსენეთ. მარინა მასწავლებელმა რამდენიმე ქართული ზღაპარიც წაგვიკითხა. ყველაზე მეტად ,,ცეროდენა " მოგვეწონა. მოხერხებულობამ  ნამდვილად შეიძლება განსაცდელისაგან გიხსნას. გადავწყვიტეთ, რომ პოეზიის საღამოც ჩავატაროთ. ხალხური ლექსებიც ძალიან საინტერესოა.
                                                                   ბექა მამულაძე

ფიზიკის კაბინეტში

5 მარტს ფიზიკის კაბინეტს ვესტუმრეთ. უნდა გვენახა როგორი აგებულება აქვთ ატომებს, როგორ მოძრაობენ მოლეკულები. მეგზურობა ფიზიკის მასწავლებელმა, ირმა აბაშიძემ, გაგვიწია. ვიდეო ფილმებიც ვნახეთ და მივხვდით, რომ ჩვენს ირგვლივ არსებული თვალით უხილავი სამყარო ძალიან საინტერესოა. ირმა მასწავლებელმა ყველა კითხვაზე გაგვცა პასუხი. ვფიქრობთ, რომ ფიზიკას კარგად ვისწავლით.
                                                                  
                                                                                                    ანა ქათამაძე