четверг, 18 сентября 2014 г.

     









    
   ახალ სასწავლო წელს დიდი ხალისით შევხვდით.სკოლა სიურპრიზით შეგვხვდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახში გაკვეთილები ნამდვილად საინტერესო იქნება. ჩვენი ,,სპილოს ყურებიც" გაზრდილა. მაკას ძალიან გაუხარდა და საყვარელ ყვავილთან სურათიც გადაიღო. თანაკლასელები ისევ ერთად ვართ და კლასის დამრიგებელთან ერთად სამომავლო გეგმებზე ვფიქრობთ.
                                                                                                    თეკლა ბაციკაძე

понедельник, 15 сентября 2014 г.



                     





   გაკვეთილების ცხრილი (Iსემესტრი)


I

II

III

IV

V

VI
ორშაბათი

რუსული ენა
ქართული ენა
მათემატიკა
ბუნებისმეტყველება
სპორტი
ინგლისური ენა
სამშაბათი

ქართული ენა
ინგლისური ენა
მათემატიკა
ჩვენი საქართველო
ბუნებისმეტყველება
ისტ
ოთხშაბათი

მუსიკა
რუსული ენა
ქართული ენა
მათემატიკა
მათემატიკა
ხელოვნება
ხუთშაბათი

ინგლისური ენა
ქართული ენა
ჩვენი საქართველო
მათემატიკა
ისტ
კლასსაათი
პარასკევი

მათემატიკა
ჩვენი საქართველო
ქართული ენა
ბუნებისმეტყველება
სპორტი

вторник, 2 сентября 2014 г.

           ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, სასწავლო წელი მოახლოვდა, მეც ძალიან მომენატრეთ და მოუთმენლად ველოდები ჩვენს შეხვედრას. ახლა მეექვსე კლასის მოსწავლეები ხართ, გაიზარდეთ, ალბათ ძალიან შეიცვალეთ. იმედია, რომ საინტერესოდ გაატარეთ ზაფხული, წაიკითხეთ გასაოცარი წიგნები, შეიძინეთ მეგობრები და უამრავი საინტერესო ინფორმაციითა და თავგადასავლით დაბრუნდებით სკოლაში. სკოლაც სასიამოვნო სიურპრიზებით დაგხვდებათ და ახალი სასწავლო წელი უფრო ნაყოფიერი იქნება.
         ქართული ენისა და ლიტერატურის გვერდზე ორი საინტერესო მოთხრობაა: გურამ პეტრიაშვილის ,,წვიმის მოყვარული კაცის ამბავი" და ნუნუ ქადაგიძის ,,დავიწყებული სიმღერა". წაიკითხეთ და ვისაუბროთ ამ მოთხრობების შესახებ. შევეცდები კიდევ შეგირჩიოთ რამდენიმე საინტერესო მოთხრობა. საინტერესო მოთხრობებს რა გამოლევს. დარწმუნებული ვარ,რომ თავადაც ძალიან ბევრ საინტერესო წიგნს გაეცნობოდით.
                                   სიყვარულითა და პატივისცემით მარინა მასწავლებელი