понедельник, 30 марта 2015 г.

შესწავლის შემდეგ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა,,ვერხვი"  იქცა  ინტეგრირებული გაკვეთილის თემად ქართულ ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. დაგვაინტერესა ბუნებამ და ვერხვის თემატიკამ ხელოვნებაში. შევქმენით ჯგუფები: ლიტერატურის მოყვარულები, ბუნების მოყვარულები, ხელოვნების მოყვარულები, ცნობისმოყვარეები და შემფასებელები. თითოეულმა ჯგუფმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოადგინა პრეზენტაციები, გასცა პასუხები ცნობისმოყვარეების დასმულ კითხვებზე. აღმოჩენა იყო ჩვენთვის ვერხვის თემა რუსულ ფერწერასა და კლოდ მონეს შემოქმედებაში. საინტერესო იყო შემფასებელთა კომენტარებიც.
                                                                                                


                                                                                                                  ლიზი მიქელაძე

пятница, 27 марта 2015 г.

კლასის საათი ბავშვთა უფლებების დაცვას დავუთმეთ. ვნახეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ყვირილი". ვიმსჯელეთ მოზარდთა პრობლემებზე.
 კლასის მამასახლისის მოადგილის ხელახალი არჩევნებიც ჩავატარეთ. ლიზი მიქელაძემ თანაკლასელთა ნდობა დაიმსახურა.

                                                                                
  ანა ქათამაძე