четверг, 17 ноября 2016 г.

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,,შევქმნათ ნოველა"


12 ნოემბერი , შაბათი.


დღე საკმაოდ სასიამოვნოდ დაიწყო. სამეგრელოს გასაცნობად მივემგზავრებით. ემოციებით დატვირთული მშობლები სურათებს გვიღებენ,თავად გზა საოცრად მიმზიდველია. პატრიარქის რეზიდენციის ახლოს დიდი ხე იდგა, რომელთანაც ყველამ მოინდომა სურათის გადაღება. თავად რეზიდენცია საოცრად ამაღლებულ ადგილასაა აგებული. იქიდან თითქმის მთელ სამეგრელოს გადაჰყურებ. დავათვალიერეთ დადიანების სახლ-მუზეუმი. ვიცქირებოდით სარკეებში და თითქოს საუკუნეების მიღმა ვხედავდით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გარემოთი სუნთქავდნენ. ქართულისა და ევროპული სულის სინთეზი ვიგრძენით დარბაზებში.ცნობისმოყვარე თანაკლასელები ნოქალაქევის მუზეუმს აღარ ცილდებოდნენ. გვიზიდავდა ძველი ქართველების ნამუშევრები, ციხე -გალავნის სიდიადე. საკმაოს მიმზიდველი აღმოჩნდა მარტვილის დედათა მონასტრის მიდამოები.ბათუმს ძალიან კმაყოფილები დავუბრუნდით. მართლაც ლამაზი სამშობლოა ჩვენი საქართველო. მას გაფრთხილება სჭირდება.



9 ნოემბერს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად სარფის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ. დავათვალიერეთ ხასან ჰელიმიშის ორიგინალური ნახატები. გავეცანით ლაზების ყოფითი ცხოვრების ამსახველ ექსპონატებს. გზად გონიოს ციხეც დავათვალიერეთ და გაოცებული დავრჩით ქალაქის ტიპის წყალგაყვანილობის სისტემით.კმაყოფილები დავბრუნდით ბათუმში.
                                                                             ლიზი მიქელაძე

среда, 12 октября 2016 г.

სასკოლო თვითმართველობაში წარმომადგენლის არჩევნები წარმატებით დასრულდა.სასკოლო თვითმართველობაში მე-8-ა კლასის მოსწავლეთა წარმომადგენელი გიორგი წულუკიძეა.



четверг, 22 сентября 2016 г.

ახალი სასწავლო წელი წარმატებებით დაიწყო. დღეს სმარტ კონკურსის ფინალური ეტაპის მონაწილეებს ლევან მახარაზეს, ლუკა ბარამიძეს, დავით ანანიძესა და საბა გეგუჩაძეს
სერტიფიკატები გადაეცათ.

четверг, 15 сентября 2016 г.

                          გაკვეთილების ცხრილი (VIII-a კლასი)



ორშაბათი
სამშაბათი
ოთხშაბათი
ხუთშაბათი
პარასკევი
1
გეოგრაფია
ქართული ენა
მათემატიკა
ფიზიკა
ქართული ენა
2
ინგლისური ენა
ქიმია
ქართული ენა
ქართული ენა
მათემატიკა
3
ქართული ენა
რუსული ენა
ინგლისური ენა
ქიმია
მათემატიკა
4
ფიზიკა
მათემატიკა
ბიოლოგია
მათემატიკა
ინგლისური ენა
5
მათემატიკა
მათემატიკა
ფიზიკა
ბიოლოგია
ხელოვნება
6
ისტორია
სამოქალაქო გან.
რუსული ენა
ისტორია
ფიზიკა
7


სპორტი




пятница, 11 марта 2016 г.

      კვირის ინფორმატორმა ნიკა გოგიტიძემ მიმოხილვა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა. გაიხსენა კვირის ყველაზე საინტერესო გაკვეთილები და აღნიშნა, რომ ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იყო. კლასის საათის თემატიკა ბავშვთა უფლებებს შეეხო. მოსწავლეებმა  კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე იმსჯელეს მოსწავლეთა უფლებებზეც, ვნახეთ სამოქალაქო კლუბ ,,გაენათის" მიერ მომზადებული ვიდეორგოლი ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია"(შემოკლებული ვარიანტი) და სოციალური მედიის ბანაკის ვიდეორგოლი ,,ბავშვთა უფლებები". ვიდეორგოლების ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს  საზოგადოებაში არსებულ  მოზარდთა პრობლემებზე. მსჯელობა საკმაოდ ემოციურად წარიმართა.

среда, 6 января 2016 г.

                   წინასაახალწლო განწყობა



მეშვიდეკლასელებო, გილოცავთ 2016 წლის დადგომას. წარმატებული წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის.