пятница, 11 марта 2016 г.

      კვირის ინფორმატორმა ნიკა გოგიტიძემ მიმოხილვა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა. გაიხსენა კვირის ყველაზე საინტერესო გაკვეთილები და აღნიშნა, რომ ეს კვირა საკმაოდ დატვირთული იყო. კლასის საათის თემატიკა ბავშვთა უფლებებს შეეხო. მოსწავლეებმა  კონკრეტული მაგალითებიდან გამომდინარე იმსჯელეს მოსწავლეთა უფლებებზეც, ვნახეთ სამოქალაქო კლუბ ,,გაენათის" მიერ მომზადებული ვიდეორგოლი ,,ბავშვთა უფლებათა კონვენცია"(შემოკლებული ვარიანტი) და სოციალური მედიის ბანაკის ვიდეორგოლი ,,ბავშვთა უფლებები". ვიდეორგოლების ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა იმსჯელეს  საზოგადოებაში არსებულ  მოზარდთა პრობლემებზე. მსჯელობა საკმაოდ ემოციურად წარიმართა.