четверг, 17 ноября 2016 г.

ღია გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ,,შევქმნათ ნოველა"


12 ნოემბერი , შაბათი.


დღე საკმაოდ სასიამოვნოდ დაიწყო. სამეგრელოს გასაცნობად მივემგზავრებით. ემოციებით დატვირთული მშობლები სურათებს გვიღებენ,თავად გზა საოცრად მიმზიდველია. პატრიარქის რეზიდენციის ახლოს დიდი ხე იდგა, რომელთანაც ყველამ მოინდომა სურათის გადაღება. თავად რეზიდენცია საოცრად ამაღლებულ ადგილასაა აგებული. იქიდან თითქმის მთელ სამეგრელოს გადაჰყურებ. დავათვალიერეთ დადიანების სახლ-მუზეუმი. ვიცქირებოდით სარკეებში და თითქოს საუკუნეების მიღმა ვხედავდით იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გარემოთი სუნთქავდნენ. ქართულისა და ევროპული სულის სინთეზი ვიგრძენით დარბაზებში.ცნობისმოყვარე თანაკლასელები ნოქალაქევის მუზეუმს აღარ ცილდებოდნენ. გვიზიდავდა ძველი ქართველების ნამუშევრები, ციხე -გალავნის სიდიადე. საკმაოს მიმზიდველი აღმოჩნდა მარტვილის დედათა მონასტრის მიდამოები.ბათუმს ძალიან კმაყოფილები დავუბრუნდით. მართლაც ლამაზი სამშობლოა ჩვენი საქართველო. მას გაფრთხილება სჭირდება.



9 ნოემბერს  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებთან ერთად სარფის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ვესტუმრეთ. დავათვალიერეთ ხასან ჰელიმიშის ორიგინალური ნახატები. გავეცანით ლაზების ყოფითი ცხოვრების ამსახველ ექსპონატებს. გზად გონიოს ციხეც დავათვალიერეთ და გაოცებული დავრჩით ქალაქის ტიპის წყალგაყვანილობის სისტემით.კმაყოფილები დავბრუნდით ბათუმში.
                                                                             ლიზი მიქელაძე