четверг, 15 июня 2017 г.

      ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, გილოცავთ 2016-2017 სასწავლო წლის დამთავრებას. წელს საკმაოდ დატვირთულები იყავით,სიახლეებიც გქონდათ, წარმატებებიც და წარუმატებლობებიც. იმედია კარგად დაისვენებთ და მომავალ სასწავლო წელს მეტი ინტერესით შეუდგებით სწავლას.
 ახლა კი გთავაზობთ 2017 წლის ,,ლიტერატურულ მარათონში" მონაწილეთათვის წასაკითხი მხატვრული ლიტერატურის სიას.



 პირველი კატეგორიისათვის
7–8–9 კლასები

7-9
1.ლევან გოთუა „გმირთა ვარამი“
2.ლეო ქიაჩელი „ალმასკირ კიბულან“
3.ლადო ასათიანის ‘სალაღობო“ „გულბაათ ჭავჭავაძე“ „ბარდნალა“„არ ვიცი ასე რამ შემაყვარა
4.გრიგოლ რობაქიძე „ ჩაკლული სული“
5.  რევაზ ინანიშვილის „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე
6. ფრანსუაზ საგანი „გიყვართ ბრამსი“
7.მარკუს ზუზაკი „წიგნის ქურდი“
8.  დანიელ პენაკი  „ სკოლის სევდა“
9.გელა ჩქვანავა  „დიდი მანუჩარის გასეირნება“
10.  დათო ტურაშვილი „ჯინსების თაობა“
11. ენტონი ბერჯესი „მექანიკური ფორთოხალი“
12.  ჯანდიერი „კონკიას ღამე“
13.სილვია პლათი „ზარხუფი“
14. რეზო ჭეიშვილი „ცისფერი მთები“
15. ვაჟა-ფშაველა „გოგოთურ და აფშინა“
16. შტეფან ცვაიგის უცნობი ქალის წერილები
17.  გოდერძი ჩოხელი „ადამიანთა სევდა“
18.პაოლო იაშვილი  „დარიანული“
19. მიხეილ ჯავახიშვილი „ლამბალო და ყაშა“
20.ნოდარ დუმბაძე „კუკარაჩა“
21.ალექსანდრე  დიუმა „კავკასია“
22.ილია ჭავჭავაძე „გლახის ნაამბობი“
23. ართურ კონან დოილი „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“
24.შარლოტა ბრონტე „ჯეინ ეარი“
25.აკუტაგავა დიალოგი წყვდიადში
26.სევანტესი „დონკიხოტი“ პირველი და მეორე ნაწილი
27.ჰომეროსი „ოდისეა“
28. შექსპირი „ჰამლეტი“
29. ალექსანდრე დიუმა“ სამი მუშკეტერი“
30. ჯეკ ლონდონი „მარტინ იდენი“

 ვადები
მარათონის პირველი და მეორე ტური უნდა ჩატარდეს 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.მარათონის განრიგიუნდა შედგეს სამინისტროსთან შეთანხმებით.

მარათონის ჩატარება
ლიტერატურული მარათონი ჩატარდება 2 ტურად.

პირველი ტური
1.      პირველი ტური ჩატარდება ელექტრონულად ინტერნეტის საშუალებით ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებებისა და რესურსცენტრების ხელშეწყობით ინტერნეტში განთავსებული ტესტების საფუძველზე;
2.      მარათონშიმონაწილეობისათვის მოსწავლეების რეგისტრაციასა და პირველი ტურის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს სამინისტრო
3.      მეორე ტურში მონაწილეებს კატეგორიების შესაბამისად გამოავლენს სამინისტრო. მეორე ტურში თითოეულ კატეგორიაში გადავა არაუმეტეს 35-35 მოსწავლისა.

მეორე ტური
1.      მეორე ტური უნდა ჩატარდეს I და II კატეგორიისთვის ცალკ-ცალკე წამყვანთან ერთად წერილობით პირისპირ შერკინების ფორმით.
2.      მეორე ტური ჩატარდება ქ. ბათუმში შესაბამისად აღჭურვილ და მოწესრიგებულ გარემოში.(სასურველია შერჩეულ იქნას  სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი) გარემოში იგულისხმება: მოსწავლეთა რაოდენობაზე გათვლილი ინდივიდუალური მაგიდა და სკამი, წყლითა და შესაბამისი საკანცელარიო მასალით (საწერი, თითოეული მოსწავლისათვის განკუთვნილი სპეციალური ფურცლები პასუხის დასაწერად) უზრუნველყოფილიკატეგორიების შესაბამისადგამოყოფილი სივრცე(






среда, 31 мая 2017 г.

გამოცდების ცხრილი იხილეთ საიტზე



http://pmc.edu.ge/skola/css-admin/css-admin/upload/VIII_klasi_mosawvevebi_2017.pdf










четверг, 18 мая 2017 г.

 შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგამოცდო პროგრამები და ტესტების ნიმუშები


2017 წლისთვის (მე-8 კლასი)


იხ. საიტზე  http://naec.ge/#/ge/post/1590



понедельник, 10 апреля 2017 г.

ყურადღება!

      ბლოგზე გავხსენით გვერდი ,,ჩვენი თვალით დანახული სამყარო", სადაც განვათავსებთ ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოებს. შევეცდებით, რომ ბევრი საინტერესო ფოტო დავდოთ. ესტუმრეთ ჩვენს ვირტუალურ ფოტოგალერეას და შეაფასეთ ნამუშევრები.





  საბა გეგუჩაძე- საუკუნე

пятница, 31 марта 2017 г.


დამრიგებლის მიერ შემთხვევით გადაღებული საინტერესო ფოტო ,,ცნობისმოყვარეები"


понедельник, 27 марта 2017 г.



გიგი ზაქარაძის ვიდეორგოლის აღმოჩენის შემდეგ გაგვიჩნდა სურვილი გაგვეზიარებინა თანაკლასელებისთვის. ყოჩაღ ,გიგი. შენი კუთხის ნამდვილი პატრიოტი ხარ.




понедельник, 6 марта 2017 г.

დათო ანანიძემ ჯიბის ფანარი საკუთარი ხელით გააკეთა.საკუთარი ნაშრომი ყოველთვის უფრო საინტერესოა. იმედია ვიხილავთ დათოს სხვა ნამუშევრებსაც.

среда, 8 февраля 2017 г.

დღეს ინგლისურის გაკვეთილი ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. უამრავი სავარჯიშო შევასრულეთ, ახალი სიტყვებიც დავიმახსოვრეთ და ონლაინ სავარჯიშოთი განვამტკიცეთ. ყველაზე კარგი შედეგი სიტყვების სწრაფად გამოცნობაში გეგი გოგრაჭაძემ აჩვენა.





пятница, 3 февраля 2017 г.



     აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ჩაატარა კონკურსი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში. კონკურსში მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის მათემატიკის გუნდი - "ევრიკა", ქართული ენისა და ლიტერატურის გუნდი- "ლაზარე" და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გუნდი-" ნიკე".
შედეგი ფრიად სასიამოვნო იყო:
მათემატიკაში I ადგილი ,ქართულ ენასა და ლიტერატურაში II ადგილი, ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში II ადგილი
სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ აღნიშნულ კონკურსში VIIIa კლასის 5 მოსწავლე მონაწილეობდა. ესენი არიან :ლიზი მიქელაძე, ანა ქათამაძე, მიშიკო გაბაიძე, საბა გეგუჩაძე და ბექა მამულაძე. კიდევ მეტი წარმატება ვუსურვოთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს.