среда, 24 января 2018 г.

         სასწავლო წლის დაწყების შემდეგ ჩვენი კლასის ისტორიაში ბევრი სიახლე გამოჩნდა.სამწუხაროდ, ყველა ინფორმაცია თანმიმდევრულად ვერ ავსახეთ და გადავწყვიტეთ მოკლე მიმოხილვა გაგვეკეთებინა. წარმატებული აღმოჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინიტროს მიერ ორგანიზებულ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის ისტორიასა და სამოქალაქო განათლების კონკურსში მონაწილეობა ჩვენი სკოლის გუნდ ,,ნიკესათვის“, ისინი გამარჯვებულები აღმოჩნდნენ. სასიხარულოა ,რომ წვლილი ამ გამარჯვებაში ჩვენმა თანაკლასელმა ანა ქათამაძემაც შეიტანა.
                                                          
       

     მათემატიკის გუნდ  "რომბი" წევრი საბა გეგუჩაძე იყო, ქართული ენის გუნდ "მწიგნობარი" კაპიტანი კი ლიზი მიქელაძე გახლდათ.
ყველაზე დიდი სიხარული მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა ,,ლეონარდო და ვინჩის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგების გაცნობამ მოგვანიჭა."ჰელიო წყლის გამათბობელი" კონკურსის მე-3 დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ( პროექტის წევრები : ნიკა ლორთქიფანიძე -მე-12 კლასი, საბა გეგუჩაძე-მე-9 კლასი და გეგი გოგრაჭაძე- მე-9 კლასი)
 











  IX კლასის მოსწავლეები აქტიურად ღებულობდნენ მინაწილეობას რეგიონალურ საგნობრივ ოლიმპიადაში( ქართული ენა და ლიტერატურა-ანა ქათამაძე, ლიზი მიქელაძე, ბექა მამულაძე, ფრიდონ გორგილაძე, ლევან მახარაძე, თორნიკე შოთაძე,. მათემატიკა- ბექა მამულაძე, ანა ქათამაძე, ლევან მახარაძე. ინგლისური ენა- ლიზი მიქელაძე, ბექა მამულაძე, ანა ქათამაძე, ლევან მახარაძე, ლუკა დიდიძე, თორნიკე შოთაძე).
  კლასის მოსწავლეების აქტივი გაწევრიანებულია სკოლაში მოქმედ ყველა სასკოლო კლუბში (რუსული ენის სალაპარაკო კლუბი ,,ფენიქსი“-ფრიდონ გორგილაძე, ბექა მამულაძე, ლუკა ბარამიძე, საბა გეგუჩაძე, გეგი გოგრაჭაძე; გეოგრაფიის კლუბი ,,გეოიდი“- ბექა მამულაძე,გეგი გოგრაჭაძე,ლიზი მიქელაძე,ანა ქათამაძე; ქიმიის კლუბი ,,ქიმუსი“- ლიზი მიქელაძე,ანა ქათამაძე,არჩილ გადახაბაძე, ნიკა აბუსელიძე; სამოქალაქო კლუბი ,,იმედი“- ბექა მამულაძე,გეგი გოგრაჭაძე,ლიზი მიქელაძე,ანა ქათამაძე; ისტორიის კლუბი ,,ვენი, ვიდი, ვიცი“-ბექა მამულაძე,ლიზი მიქელაძე,ანა ქათამაძე; თეატრის მოყვარულთა კლუბი ,,მენოაგე“-ფრიდონ გორგილაძე, დავით ანანიძე, ლიზი მიქელაძე, ანა ქათამაძე, ბექა მამულაძე, მილენა დავითაძე, ლუკა ბარამიძე, გეგი გოგრაჭაძე.
კლუბების მასალები სისტემატურად იტვირთება კლუბების ბლოგებსა და საიტებზე)
მოსწავლეთა ნაწილი გაერთიანებულია სკოლისგარეშე ორგანიზაციებში და სპორტულ სექციებში ( გეგი გოგრაჭაძე, ლუკა ბარამიძე, საბა გეგუჩაძე -სპორტული სკოლა, ბოქსის სექცია; სერგო ართმელაძე - ხელვაჩაურის სასპორტო სკოლა- ფეხბურთის სექცია).
ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი,,ევროპარლამენტის მოდელირება 2017", რომელიც ბათუმშიც ჩატარდა,ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში,გაეცნონ ევროპარლამენტის მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღ მონაწილეობა ფორმალურ და არაფორმალურ დისკუსიებში.ჩვენი კლასის ორი მოსწავლე, დავით ანანიძე და გეგი გოგრაჭაძე პროექტის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა კომიტეტების საქმიანობაში.      
     















  ყურადსაღებია, რომ IX კლასის 14 მოსწავლე არის სკოლასთან არსებული ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების ცენტრის აქტიური მსმენელი.
საინტერესო იყო შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დეკემბრის შუა რიცხვებში IX კლასში სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი პრეზენტაცია ,,არა ძალადობას“. სასიამოვნო იყო, რომ ერთ- ერთი პრეზენტატორი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ელზა ველიაძე გახლდათ. მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ  სტუდენტებთან დიალოგში.