среда, 23 декабря 2015 г.

четверг, 26 ноября 2015 г.

ერთი სასწავლო დღის დიდი დასვენების სურათები
 
25 ნოემბერს ჩვენი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლიტერატურულ ღონისძიებაში ,,ტერენტი გრანელის გახსენება". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე  ჩვენი უფროსი მეგობრები,

მე-11 კლასის მოსწავლეები:მარიამ არობელიძე და ელზა ველიაძე, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია ,,ტერენტი გრანელი". ჩვენმა თანაკლასელებმა: ანა ქათამაძემ, ლიზი მიქელაძემ, თემურ უზუნაძემ და ლუკა ბარამიძემ წაიკითხეს ტერენტი გრანელის ლექსები და ამონარიდები პოეტის წერილებიდან. მოვისმინეთ ცნობილი მსახიობების მიერ წაკითხული პოეტის შედევრები და ვნახეთ ფილმი ციკლიდან ,,უცნობი ისტორიები-ტერენტი გრანელი"

пятница, 13 ноября 2015 г.

სამოდელო გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში:
"ხალხური ლეგენდა-პოეტური შთაგონების წყარო ".
მასწავლებელი მ. ჭყონია
წინა კვირის კლასის საათი სასიამოვნო სიურპრიზებით დავიწყეთ. რობინსონის კონკურსის მონაწილეებმა გრანტები მოიპოვეს ფინალისთვის და ძალიან გახარებულები იყვნენ. ლაშა ლაბაძემ გასული სასწავლო კვირა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ კვირის განმავლობაში კლასი განსაკუთრებით აქტიური იყო. მომდევნო კვირის მიმომხილველად არჩილ გადახაბაძე აირჩიეს.არჩილი, სამწუხაროდ ავად იყო, ამიტომაც კლასის მოსწავლეებმა თავად გაიხსენეს კვირის საინტერესო მომენტები და ბოლოს ლევან მახარაძემ შემოგვთავაზა პრეზენტაცია ,,ეს საინტერესოა". კლასის საათებზე საინტერესო ინფორმაციებისა და პრეზენტაციების მომზადებაში ერთმანეთს არ ჩამორჩებიან ანრი ბექირ-ოღლი და გიორგი წულუკიძე.


среда, 4 ноября 2015 г.





გადავწყვიტეთ, რომ კლასის საათი გასული კვირის მიმოხილვით დაგვეწყო.პირველი მიმოხილვა ანრი ბექირ-ოღლიმ გააკეთა, მეორე პარასკევს ანრის არჩეულმა მიმომხილველმა ანა ქათამაძემ ყურადღება გაამახვილა კვირის გაკვეთილების თემატიკაზე. საინტერესო გამოსვლა იყო. ანამ გასული კვირა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და მომდევნო კვირის მიმომხილველად ლაშა ლაბაძე დაასახელა. სასურველი იქნება, რომ გამომსვლელებმა ყურადღება კლასის პრობლემებზეც გაამახვილონ.

четверг, 15 октября 2015 г.

ჩვენს კლასში შემოქმედი მოსწავლე გამოჩნდა. ფერადი ფურცლებისგან დათო ქურიძე საოცარ ფიგურებს ქმნის. საკლასო ოთახის თაროზე მის მიერ შექმნილმა ბუმ კუთვნილი ადგილი დაიკავა.
 



понедельник, 12 октября 2015 г.

დაბადების დღეს გილოცავთ ანა !




ანა (ბერძნ. Ἄννα , ებრ. חַנָּה Ḥannāh) — სახელი წარმოსდგება ძველი ბერძნული და ებრაული სახელებიდან, რაც ქართულად "სასურველს", "სანდომიანს", "საამოს" ნიშნავს. ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა უამრავ სხვა წმინდანსა და დედოფალს.
საკუთარ სახელ ანას სხვადასხვა ვარიაცია მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, როგორებიცაა, მაგალითად, Anneფრანგულად, Annინგლისური დაწერილობით, Anniესტონურად, ფინურად, გერმანულად და შვედურად. თუმცა, ყველაზე ფართოდ სახელის ვარიანტებიდან გვხვდება Annaბულგარულად, კატალანურად, მალაიალამის ენაზე, ჩეხურად, დანიურად, ჰოლანდიურად, ინგლისურად, ესტონურად, ფინურად, გერმანულად, ბერძნულად, უნგრულად, ისლანდიურად, იტალიურად, იაპონურად, ლატვიურად, ნორვეგიულად, პოლონურად, რუსულად, სლოვაკურად და შვედურად.


четверг, 8 октября 2015 г.

სამოდელო გაკვეთილი ქიმიაში - „ნარევის დაყოფის ხერხები.
ქრომატოგრაფია.“
მე-7ა კლასი






среда, 23 сентября 2015 г.

ახალი სასწავლო წელიც დაიწყო. მეშვიდეკლასელები გახდით. პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა მეტი გჭირდებათ. თქვენ წელს საინტერესო საგნების შესწავლას დაიწყებთ. იმედია გულმოდგინეობა თქვენი მეგობარი გახდება. წარმატებებს გისურვებთ ,ჩემო საყვარელო მოსწავლეებო.
          კინგსის ოლიმპიადების მონაწილეების წარმატებებმა ძალიან გამახარა.  დარწმუნებული ვარ, წელს უკეთესი   შედეგები გექნებათ.          


                              თქვენი დამრიგებელი მარინა მასწავლებელი

вторник, 16 июня 2015 г.

მშობლიური კუთხის ღირსშესანიშნაობების გაცნობა ზემო აჭარის მიდამოების დათვალიერებით დავიწყეთ. მხიარულება კი ჩვენი თანამგზავრი გახლდათ.
                                                  ლიზი მიქელაძე

пятница, 15 мая 2015 г.

გეგი გოგრაჭაძესა და სერგო ართმელაძეს ვულოცავთ დაბადების დღეს.

понедельник, 27 апреля 2015 г.

ჩავატარეთ გაკვეთილი-დისკუსია ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემაზე: ,,რაც თანატოლებს გვაწუხებს"". ვისაუბრეთ თანატოლების პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. შევეცადეთ საკუთარი მოსაზრებები არგუმენტებით გაგვემყარებინა.
                                                         
                                                    ლიზი მიქელაძე

четверг, 23 апреля 2015 г.

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გაზეთების გამოფენაში მონაწილეობა.

суббота, 18 апреля 2015 г.


17 აპრილს მე-6 კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გასვლითი გაკვეთილი (მასწ. ლელა კვაჭანტირაძე)  ჩაატარეს  და ბათუმის აკვარიუმი დაათვალიერეს

понедельник, 30 марта 2015 г.

შესწავლის შემდეგ ვაჟა-ფშაველას მოთხრობა,,ვერხვი"  იქცა  ინტეგრირებული გაკვეთილის თემად ქართულ ლიტერატურასა და ბუნებისმეტყველებაში. დაგვაინტერესა ბუნებამ და ვერხვის თემატიკამ ხელოვნებაში. შევქმენით ჯგუფები: ლიტერატურის მოყვარულები, ბუნების მოყვარულები, ხელოვნების მოყვარულები, ცნობისმოყვარეები და შემფასებელები. თითოეულმა ჯგუფმა წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით წარმოადგინა პრეზენტაციები, გასცა პასუხები ცნობისმოყვარეების დასმულ კითხვებზე. აღმოჩენა იყო ჩვენთვის ვერხვის თემა რუსულ ფერწერასა და კლოდ მონეს შემოქმედებაში. საინტერესო იყო შემფასებელთა კომენტარებიც.
                                                                                                


                                                                                                                  ლიზი მიქელაძე

пятница, 27 марта 2015 г.

კლასის საათი ბავშვთა უფლებების დაცვას დავუთმეთ. ვნახეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ყვირილი". ვიმსჯელეთ მოზარდთა პრობლემებზე.
 კლასის მამასახლისის მოადგილის ხელახალი არჩევნებიც ჩავატარეთ. ლიზი მიქელაძემ თანაკლასელთა ნდობა დაიმსახურა.

                                                                                
  ანა ქათამაძე

воскресенье, 15 февраля 2015 г.

четверг, 22 января 2015 г.

დღევანდელი კლასის საათი თემა გარემოს დაცვა იყო. ბექა მამულაძემ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია გადაშენების პირას მყოფ მცენარეებსა და ცხოველებზე, ვისაუბრეთ გარემოს დაბინძურებაზე და იმ მოვალეობებზე, რომლებიც თითოეულ ადამიანს გააჩნია საკუთარი გარემოს მიმართ. ჩვენ კი გარემოზე ზრუნვა ჩვენი საკლასო ოთახიდან, სკოლიდან  და ეზოდან უნდა დავიწყოთ. ბუნებას შველა მართლაც სჭირდება.
                                                                                                    თეკლა ბაციკაძე