წინა კვირის კლასის საათი სასიამოვნო სიურპრიზებით დავიწყეთ. რობინსონის კონკურსის მონაწილეებმა გრანტები მოიპოვეს ფინალისთვის და ძალიან გახარებულები იყვნენ. ლაშა ლაბაძემ გასული სასწავლო კვირა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ კვირის განმავლობაში კლასი განსაკუთრებით აქტიური იყო. მომდევნო კვირის მიმომხილველად არჩილ გადახაბაძე აირჩიეს.არჩილი, სამწუხაროდ ავად იყო, ამიტომაც კლასის მოსწავლეებმა თავად გაიხსენეს კვირის საინტერესო მომენტები და ბოლოს ლევან მახარაძემ შემოგვთავაზა პრეზენტაცია ,,ეს საინტერესოა". კლასის საათებზე საინტერესო ინფორმაციებისა და პრეზენტაციების მომზადებაში ერთმანეთს არ ჩამორჩებიან ანრი ბექირ-ოღლი და გიორგი წულუკიძე.
Комментариев нет:
Отправить комментарий