четверг, 26 ноября 2015 г.
25 ნოემბერს ჩვენი კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ლიტერატურულ ღონისძიებაში ,,ტერენტი გრანელის გახსენება". ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე ჩვენი უფროსი მეგობრები,
მე-11 კლასის მოსწავლეები:მარიამ არობელიძე და ელზა ველიაძე, რომლებმაც წარმოადგინეს პრეზენტაცია ,,ტერენტი გრანელი". ჩვენმა თანაკლასელებმა: ანა ქათამაძემ, ლიზი მიქელაძემ, თემურ უზუნაძემ და ლუკა ბარამიძემ წაიკითხეს ტერენტი გრანელის ლექსები და ამონარიდები პოეტის წერილებიდან. მოვისმინეთ ცნობილი მსახიობების მიერ წაკითხული პოეტის შედევრები და ვნახეთ ფილმი ციკლიდან ,,უცნობი ისტორიები-ტერენტი გრანელი"

пятница, 13 ноября 2015 г.
წინა კვირის კლასის საათი სასიამოვნო სიურპრიზებით დავიწყეთ. რობინსონის კონკურსის მონაწილეებმა გრანტები მოიპოვეს ფინალისთვის და ძალიან გახარებულები იყვნენ. ლაშა ლაბაძემ გასული სასწავლო კვირა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ამ კვირის განმავლობაში კლასი განსაკუთრებით აქტიური იყო. მომდევნო კვირის მიმომხილველად არჩილ გადახაბაძე აირჩიეს.არჩილი, სამწუხაროდ ავად იყო, ამიტომაც კლასის მოსწავლეებმა თავად გაიხსენეს კვირის საინტერესო მომენტები და ბოლოს ლევან მახარაძემ შემოგვთავაზა პრეზენტაცია ,,ეს საინტერესოა". კლასის საათებზე საინტერესო ინფორმაციებისა და პრეზენტაციების მომზადებაში ერთმანეთს არ ჩამორჩებიან ანრი ბექირ-ოღლი და გიორგი წულუკიძე.
среда, 4 ноября 2015 г.
გადავწყვიტეთ, რომ კლასის საათი გასული კვირის მიმოხილვით დაგვეწყო.პირველი მიმოხილვა ანრი ბექირ-ოღლიმ გააკეთა, მეორე პარასკევს ანრის არჩეულმა მიმომხილველმა ანა ქათამაძემ ყურადღება გაამახვილა კვირის გაკვეთილების თემატიკაზე. საინტერესო გამოსვლა იყო. ანამ გასული კვირა პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და მომდევნო კვირის მიმომხილველად ლაშა ლაბაძე დაასახელა. სასურველი იქნება, რომ გამომსვლელებმა ყურადღება კლასის პრობლემებზეც გაამახვილონ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)