საბა გეგუჩაძე
пятница, 26 декабря 2014 г.
საბა გეგუჩაძე
понедельник, 22 декабря 2014 г.
понедельник, 1 декабря 2014 г.
четверг, 27 ноября 2014 г.
понедельник, 24 ноября 2014 г.
20 ნოემბერს დასრულდა მუშაობა პროექტზე ,,ჩემი კალამი". პროექტის ფარგლებში მომზადდა პრეზენტაციები თემებზე: ,,უძველესი ლერწმის კალმები", ,,ლერწმიდან კომპიუტერამდე", ,,კალმების შესახებ ამბობენ" . მოსწავლეთა ჯგუფმა წაიკითხა ცნობილი პოეტების ლექსები და წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია ,,მე ოცთეთრიანი კალამი ვარ". დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ თ. ჩაგანავა , ლ. მელანაშვილი და ზ. დუმბაძე. თითოეული მოსწავლის ნამუშევარი გამოირჩეოდა ორიგინალურობით. ვნახეთ ვიდეო ,,მრავალფუნქციური კალამი"
четверг, 30 октября 2014 г.
დღეს კლასის საათზე ჯგუფებად დავიყავით და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოსაზრებები შემდეგ გამონათქვამებზე:
ლიზი მიქელაძე
- არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რაც შენ ტკივილს გაყენებს.
- მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ;
- მიიჩნიეთ მეგობრის წარმატება თქვენს წარმატებად და მისი დანაკარგი თქვენს დანაკარგად;
- ბედნიერებისა და განსაცდელის დროს ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ;
- მე არ შემიძლია დავეთანხმო თქვენს მოსაზრებას, მაგრამ მე სიცოცხლეს გავწირავ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მისი გამოთქმის უფლება.
ლიზი მიქელაძე
вторник, 28 октября 2014 г.

დათო ანანიძე
пятница, 17 октября 2014 г.


16 ოქტომბერს ბექა პაპუნიძემ საკმაოდ საჭირო პრეზენტაცია შემოგვთავაზა და ჯანსაღი კვების საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრა. გავიგეთ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის და უპირატესობა სასარგებლო პროდუქტებს უნდა მივანიჭოთ. საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნოა-გვითხრა დამრიგებელმა და თან სიურპრიზიც გაგვიკეთა, ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგი მოგვასმენინა. ბათუმელი ლუკა ზაქარიაძის ორი სიმღერა ,,საქართველო“ და ,,Starlight-Muse“ კლასის საათის სასიამოვნო დასასრული აღმოჩნდა.
თეკლა ბაციკაძე
понедельник, 13 октября 2014 г.


ბათუმში გაიმართა ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“,
ორგანიზატორებმა ერას მოედანზე სპეციალურად მოწყობილი კარვები გაშალეს.
კარვებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ვორქშოპი სახელწოდებით „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა“ . ვორქშოპზე ანიმაციით დაინტერესებულ ბავშვებს საშუალება გვქონდა შევხვედროდით პროფესიონალ ანიმატორებს, გავცნობოდით ანიმაციური სამყაროს საიდუმლოებებს, გვენახა და მონაწილეობა მიგვეღო ანიმაციის შექმნის პროცესში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.ემოციებს ვეღარ ვმალავდით, როცა ეკრანზე ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევრები ვიხილეთ.
კარვებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ვორქშოპი სახელწოდებით „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა“ . ვორქშოპზე ანიმაციით დაინტერესებულ ბავშვებს საშუალება გვქონდა შევხვედროდით პროფესიონალ ანიმატორებს, გავცნობოდით ანიმაციური სამყაროს საიდუმლოებებს, გვენახა და მონაწილეობა მიგვეღო ანიმაციის შექმნის პროცესში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.ემოციებს ვეღარ ვმალავდით, როცა ეკრანზე ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევრები ვიხილეთ.
ლიზი მიქელაძე
четверг, 9 октября 2014 г.

თეკლა ბაციკაძე
четверг, 18 сентября 2014 г.


ახალ სასწავლო წელს დიდი ხალისით შევხვდით.სკოლა სიურპრიზით შეგვხვდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახში გაკვეთილები ნამდვილად საინტერესო იქნება. ჩვენი ,,სპილოს ყურებიც" გაზრდილა. მაკას ძალიან გაუხარდა და საყვარელ ყვავილთან სურათიც გადაიღო. თანაკლასელები ისევ ერთად ვართ და კლასის დამრიგებელთან ერთად სამომავლო გეგმებზე ვფიქრობთ.
თეკლა ბაციკაძე
понедельник, 15 сентября 2014 г.

გაკვეთილების ცხრილი (Iსემესტრი)
|
I
|
II
|
III
|
IV
|
V
|
VI
|
ორშაბათი
|
რუსული ენა
|
ქართული ენა
|
მათემატიკა
|
ბუნებისმეტყველება
|
სპორტი
|
ინგლისური ენა
|
სამშაბათი
|
ქართული ენა
|
ინგლისური ენა
|
მათემატიკა
|
ჩვენი საქართველო
|
ბუნებისმეტყველება
|
ისტ
|
ოთხშაბათი
|
მუსიკა
|
რუსული ენა
|
ქართული ენა
|
მათემატიკა
|
მათემატიკა
|
ხელოვნება
|
ხუთშაბათი
|
ინგლისური ენა
|
ქართული ენა
|
ჩვენი საქართველო
|
მათემატიკა
|
ისტ
|
კლასსაათი
|
პარასკევი
|
მათემატიკა
|
ჩვენი საქართველო
|
ქართული ენა
|
ბუნებისმეტყველება
|
სპორტი
|
|
вторник, 2 сентября 2014 г.
ჩემო საყვარელო მოსწავლეებო, სასწავლო წელი მოახლოვდა, მეც ძალიან მომენატრეთ და მოუთმენლად ველოდები ჩვენს შეხვედრას. ახლა მეექვსე კლასის მოსწავლეები ხართ, გაიზარდეთ, ალბათ ძალიან შეიცვალეთ. იმედია, რომ საინტერესოდ გაატარეთ ზაფხული, წაიკითხეთ გასაოცარი წიგნები, შეიძინეთ მეგობრები და უამრავი საინტერესო ინფორმაციითა და თავგადასავლით დაბრუნდებით სკოლაში. სკოლაც სასიამოვნო სიურპრიზებით დაგხვდებათ და ახალი სასწავლო წელი უფრო ნაყოფიერი იქნება.
ქართული ენისა და ლიტერატურის გვერდზე ორი საინტერესო მოთხრობაა: გურამ პეტრიაშვილის ,,წვიმის მოყვარული კაცის ამბავი" და ნუნუ ქადაგიძის ,,დავიწყებული სიმღერა". წაიკითხეთ და ვისაუბროთ ამ მოთხრობების შესახებ. შევეცდები კიდევ შეგირჩიოთ რამდენიმე საინტერესო მოთხრობა. საინტერესო მოთხრობებს რა გამოლევს. დარწმუნებული ვარ,რომ თავადაც ძალიან ბევრ საინტერესო წიგნს გაეცნობოდით.
სიყვარულითა და პატივისცემით მარინა მასწავლებელი
ქართული ენისა და ლიტერატურის გვერდზე ორი საინტერესო მოთხრობაა: გურამ პეტრიაშვილის ,,წვიმის მოყვარული კაცის ამბავი" და ნუნუ ქადაგიძის ,,დავიწყებული სიმღერა". წაიკითხეთ და ვისაუბროთ ამ მოთხრობების შესახებ. შევეცდები კიდევ შეგირჩიოთ რამდენიმე საინტერესო მოთხრობა. საინტერესო მოთხრობებს რა გამოლევს. დარწმუნებული ვარ,რომ თავადაც ძალიან ბევრ საინტერესო წიგნს გაეცნობოდით.
სიყვარულითა და პატივისცემით მარინა მასწავლებელი
четверг, 12 июня 2014 г.
ჩვენს ბლოგზე მოწყენილობაა. რატომღაც ინფორმაციები შემცირდა. ახლა კი სასწავლო წლის დასასრულიც მოახლოვდა. დიდი არდადეგები იწყება და სკოლა ისევ გამოცოცხლდა. ზეიმი ზეიმს ენაცვლება. ვირუსის გავრცელებისგან გადარჩენილები სიხარულით ვხვდებით არდადეგებს და დღეს საზეიმო კონცერტშიც მივიღეთ მონაწილეობა.
ბექა პაპუნიძე
вторник, 13 мая 2014 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)