16 ოქტომბერს ბექა პაპუნიძემ საკმაოდ საჭირო პრეზენტაცია შემოგვთავაზა და ჯანსაღი კვების საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრა. გავიგეთ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის და უპირატესობა სასარგებლო პროდუქტებს უნდა მივანიჭოთ. საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნოა-გვითხრა დამრიგებელმა და თან სიურპრიზიც გაგვიკეთა, ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგი მოგვასმენინა. ბათუმელი ლუკა ზაქარიაძის ორი სიმღერა ,,საქართველო“ და ,,Starlight-Muse“ კლასის საათის სასიამოვნო დასასრული აღმოჩნდა.
თეკლა ბაციკაძე
Этот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить