четверг, 30 октября 2014 г.

დღეს კლასის საათზე ჯგუფებად დავიყავით და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოსაზრებები  შემდეგ  გამონათქვამებზე:
  •  არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რაც შენ ტკივილს გაყენებს.
  • მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ;
  • მიიჩნიეთ მეგობრის წარმატება თქვენს წარმატებად და მისი დანაკარგი თქვენს დანაკარგად;
  • ბედნიერებისა და განსაცდელის დროს ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ;
  • მე არ შემიძლია დავეთანხმო თქვენს მოსაზრებას, მაგრამ მე სიცოცხლეს გავწირავ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მისი გამოთქმის უფლება.
აღმოჩნდა, რომ კარგად ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ პრობლემებზე, მაგრამ მეგობრები ხშირად ვკამათობთ და გვიჭირს ურთიერთობის დარეგულირება. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეგობრულები და შემწყნარებლები გავხდებით.

                                                                             ლიზი მიქელაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий