четверг, 30 октября 2014 г.

დღეს კლასის საათზე ჯგუფებად დავიყავით და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი მოსაზრებები  შემდეგ  გამონათქვამებზე:
  •  არ გაუკეთო სხვას ისეთი რამ, რაც შენ ტკივილს გაყენებს.
  • მოექეცით სხვებს ისე, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ;
  • მიიჩნიეთ მეგობრის წარმატება თქვენს წარმატებად და მისი დანაკარგი თქვენს დანაკარგად;
  • ბედნიერებისა და განსაცდელის დროს ისე მოექეცით სხვებს, როგორც გინდათ რომ თქვენ მოგექცნენ;
  • მე არ შემიძლია დავეთანხმო თქვენს მოსაზრებას, მაგრამ მე სიცოცხლეს გავწირავ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ მისი გამოთქმის უფლება.
აღმოჩნდა, რომ კარგად ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ პრობლემებზე, მაგრამ მეგობრები ხშირად ვკამათობთ და გვიჭირს ურთიერთობის დარეგულირება. ვიმედოვნებთ, რომ უფრო მეგობრულები და შემწყნარებლები გავხდებით.

                                                                             ლიზი მიქელაძე

вторник, 28 октября 2014 г.

23 ოქტომბრის კლასის საათის თემა იყო ,,მსგავსება და განსხვავება". ადამიანები ძალიან ხშირად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან გემოვნებით, ინტერესებითა და მისწრაფებებით, რაც ხშირად კამათსაც იწვევს. სწორედ ამის შესახებ გვესაუბრა თორნიკე შოთაძე და სიტუაციური მაგალითიც შემოგვთავაზა ორი გოგონას შესახებ, რომელთაგან ერთს უყვარს ელ ჯერო, ხოლო მეორე ფინქის მოტრფიალეა. ისინი ხშირად კამათობენ. ჩვენ მოვუსმინეთ ორივე მომღერალს და პრობლემის გადაჭრაზე მომდევნო ხუთშაბათს ვისაუბრებთ. თორნიკეს პრეზენტაცია საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
                                                                                                დათო ანანიძე

пятница, 17 октября 2014 г.

 
 
           16 ოქტომბერს ბექა პაპუნიძემ საკმაოდ საჭირო პრეზენტაცია შემოგვთავაზა და ჯანსაღი კვების საჭირბოროტო საკითხებზე გვესაუბრა. გავიგეთ, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტები ორგანიზმისთვის სასარგებლო არ არის და უპირატესობა სასარგებლო პროდუქტებს უნდა მივანიჭოთ. საკუთარი შრომის შედეგად მოყვანილი ხილი და ბოსტნეული ყველაზე სასარგებლო და სასიამოვნოა-გვითხრა დამრიგებელმა და თან სიურპრიზიც გაგვიკეთა, ნიჭისა და შრომისმოყვარეობის შედეგი მოგვასმენინა. ბათუმელი ლუკა ზაქარიაძის ორი სიმღერა ,,საქართველო“ და ,,Starlight-Muse“ კლასის საათის სასიამოვნო დასასრული აღმოჩნდა.

                                                                     თეკლა ბაციკაძე           




 


понедельник, 13 октября 2014 г.




 ბათუმში  გაიმართა ანიმაციური ფილმების მე–6 საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“,
 ორგანიზატორებმა ერას მოედანზე სპეციალურად მოწყობილი კარვები გაშალეს.
კარვებში ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის
გაიმართა ვორქშოპი სახელწოდებით „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა“ . ვორქშოპზე ანიმაციით დაინტერესებულ ბავშვებს საშუალება გვქონდა შევხვედროდით პროფესიონალ ანიმატორებს, გავცნობოდით ანიმაციური სამყაროს საიდუმლოებებს, გვენახა და მონაწილეობა მიგვეღო ანიმაციის შექმნის პროცესში. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.ემოციებს ვეღარ ვმალავდით, როცა ეკრანზე ჩვენი შემოქმედებითი ნამუშევრები ვიხილეთ.
                                                                                    ლიზი მიქელაძე

четверг, 9 октября 2014 г.



klasis mamasaxlisad saba geguCaZe avirCieT, xolo informatorad ( blogze informaciebis ganTavsebaze pasuxismgebeli) Tekla bacikaZe, lizi miqelaZem araCveulebrivi prezentacia warmogvidgina, gvaswavla, rogoria jansaRi cxovrebis wesi.gadavwyviteT, rom klasis saaTisTvis TiToeulma moswavlem moamzados da warmoadginos prezentacia winaswar SerCeuli Tematikis mixedviT.
                                                                                                                                                            თეკლა ბაციკაძე